დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56-უ.ს.რ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 30/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.30.056.016071 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (ა.ა.რ.ს.მ. №11, 21.08.04) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1. მე-8 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამტკიცებს მთავრობის აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს მათ დებულებებს, თანამდებობაზე ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელებს არაუმეტეს მთავრობის უფლებამოსილების ვადით;“. 2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე შესაბამისი მინისტრის წარდგინებით სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს – არაუმეტეს მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით და მათ მოადგილეებს არაუმეტეს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელის მოადგილეებს კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებით – არაუმეტეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით;”; ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;“. 3. 141 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 141 1. ის პირები, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული არიან არაუმეტეს თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების ვადით/ან განსაზღვრული ვადით, თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში თავიანთ მოვალეობას ასრულებენ ახალი თანამდებობის პირის (ორგანოს) დანიშვნამდე (დამტკიცებამდე). 2. მთავრობის თავმჯდომარე/მთავრობა უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, ან ხელმძღვანელის/კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის ინიციატივით გაათავისუფლოს თანამდებობიდან ამ კანონის თანახმად უფლებამოსილების ვადით/ან განსაზღვრული ვადით დანიშნული პირი.“. 4. მე-17 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მთავრობის აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე – არაუმეტეს მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით.“; ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს; გ) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს მთავრობის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;“. 5. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18 მთავრობის აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის ორგანიზება და საშტატო ნუსხა ამ კანონის საფუძველზე განისაზღვრება მთავრობის სამართლებრივი აქტით.“. 6. მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე ან პირი, რომელიც სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.“. 7. 24-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს;“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს საჯარო დაწესებულებებისაგან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე ან პირი, რომელიც სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.“. 8. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მინისტრს შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე. მინისტრის მოადგილეს შესაბამისი მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე – არაუმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით.“. |
| მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ჩაქვი, 30 ივნისი 2017 წ. N56-უ.ს.რ.ს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები