დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10 |
დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.136.016230 |
|
„ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით;
|
მუხლი 2.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით;
|
მუხლი 3.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 12 022 300 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 5 034 800 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6 647 500 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 340 000 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6 474 366 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6 120 884 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6 120 884 ლარის ოდენობით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 12 595 250 ლარით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 572 950 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 668 795 ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 675 295 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 95 845 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 120 000 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად.
|
მუხლი 14.
საწევრო შენატანი
|
აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და აჭარის არ მუნიციპალიტეტებს შორის 2016 წლის 15 ნოემბერს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დაფუძნების შესახებ, სადაც ალიანსის პირველი წლის ფუნქციონირებისათვის საპროგნოზო ექსპლოატაციის ხარჯებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტის წილი განისაზღვრა 6 500 ლარის (5%) ოდენობით.
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის, გარე განათების, გამწვანების, სანიტარიული დასუფთავების, წყალმომარაგების, სანიაღვრე არხების კეთილმოწყობის, ასევე განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მგზავრთა ტრანსპორტირების მომსახურება, კურორტ ბეშუმისა და მუნიციპალიტეტში არსებული სახიდე გადასასვლელების და შიდა გზების რეაბილიტაცია. 2.1.1 მგზავრთა მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01 02) მოსახლეობის თხოვნით დაგეგმილია ხულო-ბეშუმის, ღორჯომი-ზორტიყელის, ხიხაძირის, ვაშლოვანის და დიდაჭარის მთების მიმართულებით უფასო მიკროავტობუსების დანიშვნა, რომლის აუცილებლობაც გამოწვეულია მგზავრთა სიმრავლით. 2.1.2 კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაცია (გარდამავალი) (პროგრამული კოდი 03 01 03) კურორტი ბეშუმი თავისი ტერიტორიული მდებარეობით და კლიმატით ერთ-ერთი საუკეთესო და მიმზიდველია დამსვენებელთათვის. 2016 წელს აღნიშნული მიმართულებით სამუშაოების ნაწილი შესრულებულია, ხოლო 2017 წელს მთლიანად დასრულდება კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაცია, რაც მოგვცემს დამსვენებელთა მარტივი და კომფორტული გადაადგილების საშუალებას, ასევე გაიზრდება დამსვენებელთა ნაკადი და მათი კმაყოფილების დონე. 2.1.3 ირემაძეების ხიდის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოფელ ირემაძეებში (სკვანის უბანი) არსებული საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციას, რომელიც ამორტიზებულია და საჭიროებს აუცილებელ შეკეთებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება. 2.1.4 დიდაჭარაში საფეხმავლო ბილიკების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოფელ დიდაჭარაში არსებული მოსახლეობისათვის საჭირო ობიექტებამდე და ისტორიულ ძეგლებამდე მისასვლელი ბილიკების და კიბეების მოწყობას, რომელიც აუცილებელია როგორც სოფლის მოსახლეობისათვის, ასევე ტურისტების გადაადგილებისათვის. 2.1.5 დეკანაშვილებში საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია (ეკლანას წყალთან) (პროგრამული კოდი 03 01 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოფელ დეკანაშვილებში ეკლანას წყალთან არსებული ხიდის რეაბილიტაციას. აღნიშნული ხიდით სარგებლობს სოფლის დიდი ნაწილი, რომელიც თითქმის მთლიანად მოშლილია და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. დაგეგმილია მისი აღდგენა-რეაბილიტაცია. 2.1.6 მუნიციპალიტეტის შიდა სასოფლო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 09) მუნიციპალიტეტში მრავლად არის შიდა სასოფლო გზებზე ისეთი მონაკვეთები, სადაც ავტომანქანით მისვლა ჭირს და მოსახლეობას ხშირად უხდებათ ფეხით გადაადგილება და ტვირთის ხელით გადაზვა. პრობლემის ნაწილობრივ მაინც მოსაგვარებლად, იქ, სადაც უფრო მეტად პრობლემატური მონაკვეთებია, დაგეგმილია ბეტონის საფარის მოწყობა. 2.1.7 ოქრუაშვილებში ხიდის მშენებლობა (თავართქილაძეების უბანი) (პროგრამული კოდი 03 01 10) არსებული ხიდით ყოველდღიურად სარგებლობს სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ამორტიზებულია და ქმნის უბედური შემთხვევების საფრთხეს როგორც ქვეითად, ასევე ავტომანქანებით მოსიარულეებისათვის, რის გამოც საჭიროა არსებულის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა. 2.1.8 დანისპარაულში საფეხმავლო ბილიკის მოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 11) სოფლის მოსახლეობის ნაწილს ადმინისტრაციულ ცენტრში მისასვლელად, სადაც განთავსებულია სკოლა და საბავშვო ბაღი, გადაადგილება უწევთ ვიწრო ბილიკის საშუალებით, რომელიც ძნელად გასავლელია და გასაკუთრებულად უქმნის საფრთხეს სკოლისა და საბავშვო ბაღის ბავშვებს. იმის გამო, რომ შესაძლებელი იყოს ქვეითად მოსიარულეთა მარტივი და უსაფრთხო გადაადგილება, საჭირო გახდა აღნიშნულ ბილიკზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების ჩატარება. 2.2. ა(ა)იპ „ხულო-თაგოს“ ბაგირგზა (პროგრამული კოდი 03 02) ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა თავისი რთული რელიეფური მდებარეობით, მათ შორის განსაკუთრებულად დიდ სირთულეს წარმოადგენს სოფელ თაგოს მოსახლეობისათვის დაბა ხულოსთან დამაკავშირებელი გზით სარგებლობა, რამაც შექმნა „ხულო-თაგოს” სატვირთო-სამგზავრო ბაგირგზის არსებობის აუცილებლობა. აღნიშნული ტრანსპორტით სარგებლობს როგორც მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ასევე დიდ მოწონებას და ინტერესს იწვევს ტურისტულ ჯგუფებშიც. ბაგირგიზის ექსპლოატაციას და ობიექტის გამართულ მუშაობას უზრუნველყობს ა(ა)იპ „ხულო-თაგოს“ ბაგირგზა. ბაგირგზის მცირე შემოსავლების გამო (20 თეთრი) მის ფუნქციონირებას ფინანსურად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. 2.3 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა, წყლის სისტემების მოვლა-რეაბილიტაცია საპროექტო-საკადასტრო სამუშაოები, სანიაღვრე არხების მოწყობა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები. 2.3.1 გარე განათებისა და ელექტროგადამცემი ქსელების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს „გარე განათების მოვლა-ექპლოატაციის“ პროგრამით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელების სრულყოფას, განათების თანამედროვე წყაროების, ახალი მასალების გამოყენებას, ღამით უსაფრთხოებისათვის ხელის შეწყობას. გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის 82 დასახლებულ პუნქტში 5330-მდე წერტილის მომსახურება. გათვალისწინებულია მთა თეთრობში ელექტროგადამცემი ქსელების მშენებლობა, რაც უზრუნველყობს აღნიშნულ მთებში არსებული მოიალაღეების კეთილდღეობას. ასევე დასრულდება 2016 წელს დაწყებული მუნიციპალიტეტის იალაღებზე ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობის სამუშაოები. გათვალისწინებულია ელექტროტრანსფორმატორებისა და თანამდევი მოწყობილობების შეძენა (ორი ერთეული) – საზაფხულო იაილებში დიდთოვლობისა და ხშირი წვიმების გამო მწყობრიდან გამოვიდა ორი ერთეული ტრანსფორმატორი, რომელიც შეკეთებას არ ექვემდებარება და საჭიროებს ახალით შეცვლას. 2.3.2 სანიტარიული დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 03 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო და ეკოლოგიურად სუფთა სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის დაბის და ადმინისტრაციულ ცენტრებში ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება, განხორციელდება სოფლების ადმინისტრაციული ცენტრებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოტანა და შემდგომ მისი ქალაქ ბათუმში ტრანსპორტირება. ასევე ხორციელდება მწვანე საფარის დასუფთავება. ზამთრის პერიოდში განხორციელდება ტერიტორიის დასუფთავება ჭარბი თოვლისა და ყინულისაგან. ასევე დაგეგმილია ნაგვის კონტეინერების შეძენა, რადგანაც არსებული კონტეინერები არ არის საკმარისი სასოფლო ცენტრებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოსატანად. 2.3.3 უპატრონო და მაწანწალა ცხოველების გაუვნებლობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 04) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო და მაწანწალა ცხოველების რაოდენობა ბოლო წლებში მატულობს, რაც საშიში დაავადებების გავრცელების საფრთხეს ქმნის. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების იზოლირება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.3.4 ა(ა)იპ – ხულოს წყალკანალი (პროგრამული კოდი 03 03 05) ა(ა)იპ „ხულოს წყალკანალი“ ახორციელდება დაბა ხულოსა და მუნიციპალიტეტში არსებული 26 წყალსადენის მოვლასა და წყლის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფას. დღეის მდგომარეობით ყველა წყალსადენი 24-საათიანი რეჟიმით უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას. ასევე უზრუნველყობს დაბის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე არხების მოვლა-შენახვასა და დაბისა და თემის ცენტრებში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების დასუფთავებას. 2.3.5 წყალსადენების რეაბილიტაცია-რემონტი, სახანძრო ავზების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 06) - მუნიციპალიტეტის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში დაგეგმილია სახანძრო ავზების მოწყობა, რაც სწრაფი მანევრის საშუალებას მოგვცემს და შესაძლებელს გახდის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებას, მათი შედეგების ლიკვიდაციას, მოსახლეობისა და გარემოს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მშენებლობა გათვალისწინებულია 7 სოფელში (პანტნარი, ტუნაძეები, პაქსაძეები, გელაძეები, ჯვარიქეთი, ჩაო, ყინჩაური). - მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანა (გარდამავალი) – დაბის მოსახლეობის სასმელი წყლით კიდევ უფრო მომარაგებისათვის დაგეგმილია მთა საჯოგიადან ნეგოიანის წყალსადენზე სასმელი წყლის მიყვანა, რითაც გაიზრდება წყლის დებეტი. აღნიშნული სამუშაოები დაიწყო 2016 წელს და დასრულდება 2017 წელს. - ღორჯომის წყალსადენის მოწყობა – არსებული წყალსადენი საჭიროებს სრულ რეაბილიციას, რაც აუცილებელის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრონველსაყოფად. ქურდულის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა – არსებული წყალსადენით სარგებლობს სოფლის მოსახლეობა, რომელიც სრულად ვერ უზრუნველყობს თავის ფუნქციას და მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება სასმელი წყალი. მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭიროა სათავე ნაგებობის მოწყობა. ქვედა ვაშლოვანის საბავშვო ბაღის წყალმომარაგების ქსელის მოწყობა – საბავშვო ბაღი საჭიროებს სრულყოფილ და შეუფერხებელ წყალმომარაგებას, ხოლო არსებული წყლის სისტემა მოშლილია და ვერ უზრუნველყობს საბავშვო ბაღისათვის საჭირო წყლის რაოდენობის მიწოდებას. დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელის მოწყობა. ქვედა ვაშლოვანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია – არსებული წყალსადენი მოშლილია და საჭიროებს აუცილებელ რეაბილიტაციას. დაბაში სასმელი წყლის შადრევნის მოწყობა – დაგეგმილია დაბის სკვერში არსებული სასმელი წყლის შადრევანისა მოწყობა, რადგანაც არსებული შადრევანი მოშლილია და საჭიროებს აღდგენას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ასევე ხელშეკრულების პირობების თანახმად გასულ წლებში წყალსადენების მოწყობა-რეაბილიტაციის შესრულებული სამუშაოებიდან დაკავებული თანხის ანაზღაურება. 2.3.6 საპროექტო-საკადასტრო აზომვები და საექსპერტო მომსახურების სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დასარეგისტრირებელი შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთების აზომვითი სამუშაოები, მიმდინარე და შემდგომი წლის პრიორიტეტული ღონისძიებების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და ესკიზური ნახაზების შედგენა. 2.3.7 სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 08) - სანიაღვრე არხების მოწყობა (აგარა, პანტნარი)- დაგეგმილია სანიაღვრე არხების შეძენა აგარისა და პანტნარის სოფლებისათვის, ხოლო მოწყობა განხორციელდება სოფლის მოსახლეობის თანამონაწილეობით, რითაც შესაძლებელი გახდება უხვი ნალექის შემთხვევაში გზის სავალი ნაწილის დაცვა ხშირი დაზიანებისაგან. გოფრირებული მილების შეძენა (ფუშრუკაული, დიოკნისი) – იმ სოფლებში სადაც სარწყავი წყლის ნაკლებობაა ან/და მოშლილია სარწყავი სისტემა და აუცილებელია მისი აღდგენა-რეაბილიტაცია დაგეგმილია სარწყავი სისტემის მოსაწყობად გოფრირებული მილების შეძენა. დიდაჭარაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა – სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრში განთავსებულია რამდენიმე მუნიციპალური შენობა, სადაც ყოველდღიურად თავს იყრის მოსახლეობის დიდი ნაწილი. იმის გამო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ არის მოწყობილი საკანალიზაციო სისტემა, ხშირად იქმნება მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების საფრთხე. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად დაგეგმილია საკანალიზაციო სისტემის მოწყობა. ქედლებში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა – სოფელში არსებული საკანალიზაციო სისტემა არის დაუსრულებელი და ხშირად იქმნება მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების საფრთხე, რისთვისაც აუცილებელია საკანალიზაციო ქსელის სრული მოწყობა და გარემოს დაბინძურების მინიმუმამდე შემცირება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ასევე ხელშეკრულების პირობების თანახმად გასულ წლებში სანიაღვრე-საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის შესრულებული სამუშაოებიდან დაკავებული თანხის ანაზღაურება. 2.3.8 ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოები, ასევე ზამთრის პერიოდში დაბის ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდა და წლის განმავლობაში აუცილებელი და გადაუდებელი მიწის სამუშაოების განხორციელება. 2.4 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ფერდსამაგრი სამუშაოები, ქვედა ვაშლოვანის ცენტრში არსებული საერთო სასაფლაოების მავთულბადით შემოკავება, დაბა ხულოში ტბელ აბუსერიძის ქუჩის №1 და №2 შენობების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ღორჯომის ცენტრის კეთილმოწყობა, მუნიციპალური ობიექტების გამრიცხველიანება, ასევე სკვერების და ქუჩების გამწვანების სამუშაოები. 2.4.1 მუნიციპალური სკვერების, ქუჩებისა და ფასადების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 04 01) - ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ფერდსამაგრი სამუშაოები – იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტში ხშირია ეროზიული პროცესები, აუცილებელი გახდა ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რაც ცოტათი მაინც შეაჩერებს აღნიშნული პროცესების განვითარებას და გაიზრდება მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის შესაძლებლობა. - მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული საერთო სასაფლაოების შემოღობვა (ქვედა ვაშლოვანი, ტუნაძეები) – მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად დაგეგმილია ქვედა ვაშლოვანის ცენტრში და სოფელ ტუნაძეებში არსებული საერთო სასაფლაოების მავთულბადით შემოკავება. - დაბა ხულოში ტბელ აბუსერიძის ქუჩის №1 და №2 შენობების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა – აღნიშნული ტერიტორია თავისი ფუნქციითა და მდებარეობით გამოირჩევა ვიზიტორთა სიმრავლით, რისთვისაც აუცილებელია მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. - ღორჯომის ცენტრის კეთილმოწყობა – სოფლის მოსახლეობის როგორც უხუცესი, ისე ახალგაზრდა თაობა თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ატარებენ სოფლის ცენტრში, სადაც არარი ელემენტარული პირობები იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს ჩამოსხდომა და დასვენება. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად დაგეგმილია სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა. - დაბა ხულოში ხიმშიაშვილის ქუჩა №8-ში არსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ პანდუსის მოწყობა – მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტეს წარმოადგენს მოსახლეობის სოციალური პირობების უზრუნველყოფა, მათ შორის შშმ პირებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა. აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილია დაბა ხულოში ხიმშიაშვილის ქუჩა №8-ში არსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ პანდუსის მოწყობა, რაც უზრუნველყობს შშმ პირების გადაადგილების გამარტივებულ საშუალებას, რათა მათაც მიეცეთ საზოგადოებაში ნორმალური ინტეგრაციის საშუალება. განახლების მიმართულებით კიბის მშენებლობა (შანთაძეების უბანი) – სოფელის მოსახლეობა დაბა ხულოს ცენტრთან მისასვლელად სარგებლობს ერთადერთი საფეხმავლო ბილიკით (საავტომიბილო გზა დიდი მანძილით არის დაშორებული), რომლის გარკვეული მონაკვეთი არის გადაადგილებისათვის რთული და საფრთხის შემცველი. იმისათვის, რომ მოსახლეობას შეეძლოს მარტივად და უსაფრთხოდ გადაადგილება, საჭიროა კიბის მოწყობა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ასევე ხელშეკრულების პირობების თანახმად გასულ წლებში მუნიციპალიტეტში სკვერების, ქუჩებისა და ფასადების მოწყობის შესრულებული სამუშაოებიდან დაკავებული თანხის ანაზღაურება. 2.4.2 დაბა ხულოსა და მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული პარკების, სკვერების და მოედნების გამწვანება მოვლა-შენახვა, შადრევნების მოვლა-შენახვა, ერთწლიანი სეზონური ყვავილების შეძენა-მოვლა, ხეებისა და ბუჩქების გასხვლა-გაფორმება, სხვადასხვა სახის დეკორატიული მცენარეების შეძენა და განაშენიანება. 2.4.3 მუნიციპალური შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04 03) - მუნიციპალური ობიექტების გამრიცხველიანება – მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ცალკეული ადმინისტრაციული შენობები საჭიროებს ელექტროენერგიით უზრუნველყოფას და, შესაბამისად გამრიცხველიანებას, რისთვისაც მიმართულია აღნიშნული ღონისძიების განხორციელება. - დაბაში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მშენებლობა – მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში განხორციელდა უამრავი ინფრასტრუქტურული, გასართობი და დასვენების ობიექტების მშენებლობა, რომელიც სამომავლოდ მუნიციპალიტეტს გახდის კიდევ უფრო მიმზიდველს ტურისტებისათვის. ხოლო დაბის ტერიტორიაზე არსებული საპირფარეშო ნაწილობრივ ამორტიზებულია და არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებული გარემო. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა გაკეთდეს თანამედროვე ტიპის, არსებული სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი საპირფარეშო, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვისაც. - ოქრუაშვილებში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მშენებლობა – სოფელ ოქრუაშვილების ცენტრში განთავსებულია ყველა მუნიციპალური შენობა, სადაც თავს იყრის მოსახლეობის დიდი ნაწილი, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის საზოგადოებრივი საპირფარეშო. მოსახლეობის თხოვნით აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია საზოგადოებრივი საპირფარეშოს მშენებლობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაცდელების მშენებლობა (ქედლები, ქვედა დეკანაშვილები) – მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, სოფელ ქედლებში და დეკანაშვილებში დაგეგმილია მოსაცდელების მშენებლობა. მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საპირფარეშოს მშენებლობა – ბოლო პერიოდში მწვანე ტბა განსაკუთრებულად მიმზიდველი გახდა ტურისტებისათვის, რის გამოც გაიზარდა ტურისტების ნაკადი, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის საზოგადოებრივი საპირფარეშო, შეიქმნა საპირფარეშოს მშენებლობის აუცილებლობა. დანისპარაულში წისქვილის მშენებლობისათვის მასალების შეძენა – მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად დაგეგმილია წისქვილის მშენებლობისათვის მასალების შეძენა. ადაძეებში ელექტროწისქვილის მშენებლობა – მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად დაგეგმილია წისქვილის მშენებლობა სოფელ ადაძეებში. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ასევე ხელშეკრულების პირობების თანახმად გასულ წლებში მუნიციპალური შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციის შესრულებული სამუშაოებიდან დაკავებული თანხის ანაზღაურება. 2.5 მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია - სოფლის მხარდაჭერის პროგრამა(პროგრამული კოდი 03 05) გათვლისწინებულია 2016 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაფორმებული გარდამავალი პროექტების დაფინანსება. გარდა ამისა, განხორციელდება გასულ წელს დარჩენილი სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების დასრულება. 2.5 სოფლის მეურნეობა (პროგრამული კოდი 03 06) ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და მისი განვითარება, რომელთაგანაც ერთ-ეთი წამყვანი ადგილი უჭირავს მესაქონლეობას. ამ კუთხით მუნიციპალიტეტის გამგეობა გეგმავს მოსახლეობაზე ხელშეწყობას ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების კუთხით, ასევე დაგეგმილია მიწის ნაკვეთის შეძენა აგრარული ბაზრის მოსაწყობად. 2.5.1 ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 06 01) სოფლის მეურნეობის საქმიანობას, რომელთაგანაც ერთ-ეთი წამყვანი ადგილი უჭირავს მესაქონლეობას, მოსახლეობა აწარმოებს როგორც რძესა და რძის პროდუქტებს, ასევე ბაზარზე სარეალიზაციოდ გააქვთ ხორცპროდუქტები, რომლის დამუშავება ცალკეულ შემთხვევებში ხდებოდა არაქარხნული წესით და ვერ აკმაყოფილებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მინიმალურ მოთხოვნებსაც კი. შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტის გამოყენება საფრთხის შემცველია მოსახლეობისათვის, ასევე მოსახლეობის ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს სასაკლაოებზე დაწესებული ტარიფები და დიდი ნაწილი ვერ ახერხებს ლიცენზირებული სასაკლაოების მომსახურებით სარგებლობას. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მოსახლეობის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით იქმნება ,,ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე ხორცისა და ხორც-პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის პროგრამა“, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობას უზრუნველყოფილი იყოს ეკოლოგიურად სუფთა და სანიტარიული ნორმებით დამუშავებული პროდუქტის ბაზარზე შეტანა. პროგრამა განხორციელდება მოსახლეობის თანადაფინანსებით, სადაც მუნიციპალიტეტის წილი შეადგენს 80%-ს. ყოველივე ეს ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს უფრო განავითარონ მესაქონლეობის დარგი და ხორცისა და ხორცპროდუქტების რეალიზაციისას დაცული იქნება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი მშენებლობა-რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. 3.1 ა(ა)იპ – ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს 20 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით სკოლამდელ განათლებას მიიღებს დაახლოებით 705 ბავშვი. მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, უზრუნველყოფს სხვადასხვა ინვენტარით და ტექნიკით, რათა ბავშვებს მიეცეთ ნორმალური და სრულყოფილი განვითარების საშუალება. 3.2 საბავშვო ბაღების მშენებლობა-რემონტი (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღების მშენებლობას და რემონტს. 2017 წლისათვის დაგეგმილია საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ზედა ვაშლოვანში ერთ ჯგუფზე (25-30 ბავშვი), სოფელ ბეღლეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა ერთ ჯგუფზე (25–30 ბავშვი), სოფელ ბოძაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა ერთ ჯგუფზე (25-30 ბავშვი) და სოფელ უჩხოს საბავშვო ბაღის და სოფლის კლუბის კეთილმოწყობა. ასევე დასრულდება 2016 წელს დაწყებული საბავშვო ბაღების მშენებლობის სამუშაოები (მეკეიძეებში საბავშვო ბაღის მშენებლობა, კორტოხში საბავშვო ბაღის მშენებლობა, ფაჩხაში საბავშვო ბაღის მშენებლობა). ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ასევე ხელშეკრულების პირობების თანახმად გასულ წლებში საბავშვო ბაღების მშენებლობის შესრულებული სამუშაოებიდან დაკავებული თანხის ანაზღაურება. 3.2 საბავშვო ბაღების ეზოებსა და სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრებში საბავშვო ატრაქციონების მოწყობა (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამა ითვალისწინებს საბავშვო ბაღების ეზოებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში საბავშვო ატრაქციონების მოწყობას, რითაც ბავშვები უზრუნველყოფილნი იქნებიან სხვადასხვა გასართობი საშუალებებით როგორც საბავშვო ბაღების ეზოებში, ასევე სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრებში. 3.3 სკოლების მშენებლობა-რემონტი (პროგრამული კოდი 04 04) სოფელ ქედლებში მოსახლეობის მოთხოვნით საფუძველზე დაგეგმილია სოფლის საჯარო სკოლის საქვაბე შენობის რეკონსტრუქცია. შედეგად, სკოლას მიეცემა შესაძლებლობა ზამთრის ცივ პერიოდში შეუფერხებლად უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას, წახალისებას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ხულოს მუნიციპალიტეტი გამორჩეულია სპორტის სფეროში მიღწეული წარმატებებითა და შედეგებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ჩვენი ახალგაზრდობის მიერ მიღწეული არა ერთი გამარჯვება სპორტის სხვადასხვა სფეროში. მიუხედავად ამისა, ამ კუთხით აუცილებელია კიდევ უფრო ფართო ღონისძიებების გატარება, რაც გათვალისწინებულია სპორტული ღონისძიებების პროგრამაში, ა(ა)იპ – ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის საქმიანობაში და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. 4.1.1 ა(ა)იპ – ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 01) სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, სპორტული მუშაობის გაუმჯობესებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის შემდგომი განვითარებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლა, რომლის ფინანსურად უზრუნველყოფას ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტი. სკოლაში სწავლობს 470 ბავშვი, ფუნქციონირებს ჭიდაობის, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, სათხილამურო სპორტის, ჭადრაკის ჯგუფები. მეცადინეობები ტარდება სკოლის შემდგომ პერიოდში. 4.1.2 სპორტულ ღონისძიებათა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სპორტული და მასობრივი გამაჯანსაღებელი მუშაობის გაუმჯობესებას, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების შემდგომ განვითარებას და პოპულარიზაციას. მუნიციპალიტეტის სპორტსმენები მონაწილეობენ საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებში, ტურნირებში. ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს განსაკუთრებული წარმატებები აქვთ ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში (არიან ევროპის, მსოფლიოს, ოლიმპიადის პრიზიორები), ვითარდება სათხილამურო სპორტი და ძალოსნობის სხვადასხვა სახეობები. წარმატებული სპორტსმენების წახალისება ხდება საჩუქრებით, ჯილდოებით და წლის ბოლოს გამორჩეული სპორტსმენები საჩუქრდებიან ფულადი ფორმით. 4.1.3 სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რემონტი (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს შვიდი მინისპორტული მოედნების რეაბილიტაციას (წაბლანის მინი სპორტული მოედანზე მავთულბადის და ხელოვნური საფარის მოწყობა, გელაურის მინისპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ტაბახმელის მინისპორტული მოედნის რემონტი, ხელოვნური საფარის დაგება, ძირკვაძეების მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, დაბის სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის შეცვლა, რაქვთის მინისპორტული მოედნის რეაბილიტაცია, დიდი რიყეთის მინისპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის დაგება), ასევე დაგეგმილია ოთხი მინისპორტული მოედნის მშენებლობა (თაგოში მინისპორტული მოედნის მშენებლობა, ბაკოში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა, გურძაულის მინისპორტული მოედნის მშენებლობა, წაბლიანში მინისპორტული მოედნის მშენებლობა), ასევე დაგეგმილია დაბაში არსებული ა(ა)იპ – ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის რეაბილიტაცია. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის აღზრდას, წარმოჩენას და გამოვლინებას ხელს უწყობს მუნიციპალიტეტი. ამ კუთხით დაბაში მოქმედებს სახელოვნებო სკოლა, სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, კულტურის ცენტრი, ხორციელდება სხვადასხვა კულტურული პროგრამები თუ ღონისძიებები, კონფერენციები და ღირსშესანიშნავი დღეებისადმი მიძღვნილი საღამოები. 4.2.1 ა(ა)იპ – ხულოს სახელოვნებო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01) დაბა ხულოში ფუნქციონირებს სახელოვნებო სკოლა, რომელიც ემსახურება ბავშვების სწავლა-განათლებას და აღზრდას სახვით ხელოვნებასა და მუსიკაში, ეწყობა ანიმაციური ფილმები, მზადდება ბავშვთა თეატრალური გამოსვლები, რითაც ბავშვებს ეძლევათ საშუალება გამოავლინონ თავისი შესაძლებლობები და ნიჭი აღნიშნული დარგის მიმართ. სკოლაში სწავლობს 85 ბავშვი. ასევე დაგეგმილია სახელოვნებო სკოლის შენობის მცირე რემონტი. 4.2.2 ა(ა)იპ – ხულოს კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02) კულტურული ტრადიციების დაცვის და გაგრძელების მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი, რომლის ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. კულტურის ცენტრი ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებას, ქმნის შესაბამის პირობებს, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლენა. კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს ფოლკლორული და ქორეოგრაფიული წრეები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი. თემებში არსებული კლუბები ხელს უწყობენ ადგილობრივ მოსახლეობისათვის დამახასიათებელი ქორეოგრაფიული თუ სხვა ტრადიციების შენარჩუნებას და წარმოჩენას (ბერმუხა, ქალთა ფოლკლორული ჯგუფები და სხვა). 4.2.3 სსიპ – ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 03) ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს არსებობის დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა მისი საკუთარი შემოსავლები იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, შესაბამისად, საჭიროა მისი ფინანსური მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, რათა კვლავინდებურად გააგრძელოს თავისი ტრადიციები. თეატრი ახორციელებს წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სპექტაკლების წარმოდგენას, რაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების გაჯანსაღებას. 4.2.4 კულტურულ ღონისძიებათა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ღირსშესანიშნავი დღეების აღნიშვნას, ნიჭიერი ახალგაზრდობის გამოვლენას, წარმატებული ახალგაზრების წახალისებას საჩუქრებით და საინტერესო პროექტების ხელშეწყობას. მუნიციპალიტეტისათვის ტრადიციული ღონისძიებების, მათ შორის შუამთობის, ტბელობის, დიდაჭარობის ორგანიზება-ჩატარებას, რომლის დროსაც იმართება კონცერტები, სპორტული და სხვა შეჯიბრებები. ტარდება სტუდენტებთან და წარჩინებულ მოსწავლეებთან, დამსახურებულ პედაგოგებთან შეხვედრები. თვითშემოქმედი კოლექტივები და კულტურის ცენტრთან არსებული სხვადასხვა ანსამბლები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა კონკურსებში და ფესტივალებში როგორც რესპუბლიკურ, ასევე საერთაშორისო დონეზე. 4.2.5 კულტურული ობიექტების მშენებლობა-რემონტი (პროგრამული კოდი 05 02 05) ხიხაძირის კულტურის სახლის კეთილმოწყობა (რემონტი) – მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დაგეგმილია ხიხაძირში არსებული კულტურის სახლის კეთილმოწყობა-რემონტი. თემში არსებობს ქორეგრაფიული და ფოლკლორული გუნდები, რომელთაც არაერთგზის წარმატებები აქვთ მიღწეული და აღნიშნული ღონისძიების განხორციელება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მათ შემდგომ განვითარებას. რიყეთის ადმინისტრაციული ერთეულის კლუბის მშენებლობა – აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება 2015 წლიდან, რომელიც დასრულდება მიმდინარე წელს. შედეგად, რიყეთის თემის მოსახლეობას გაუჩნდება უსაფრთხო თავშეყრის ადგილი, ხელი შეეწყობა მოსახლეობის კულტურულ განვითარებას, მოქმედი კოლექტივების შრომის პირობების გაუმჯობესებას. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ასევე ხელშეკრულების პირობების თანახმად გასულ წლებში კულტურის ობიექტების მშენებლობის შესრულებული სამუშაოებიდან დაკავებული თანხის ანაზღაურება. 4.2.6 ახალგაზრდობის სამოქალაქო საქმიანობაში ჩართულობისა და ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოზარდებთან მუშაობას, რომლის მიზანია ახალგაზრდებში შემეცნებითი და ინტელექტუალური დონის ამაღლება. აგრეთვე ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება. 4.2.7 ა(ა)იპ – კურორტი ბეშუმი (პროგრამული კოდი 05 02 07) ქვეპროგრამა ითვალისწინებს კურორტ ბეშუმში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას, კურორტის ტერიტორიის დასუფთავებას, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მომსახურებას, ზამთრის პერიოდში ინფრასტრუქტურის დაცვის და შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 4.2.8 ხულოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 09) ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიული და კულტურული ძეგლების ტურისტებისათვის ნახვის ხელმისაწვდომობა, ადგილობრივი ტრადიციების, დღესასწაულების, ადგილობრივი კერძების და ხალხური რეწვის ნიმუშების პოპულარიზაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. დაგეგმილია 25 გიდის (სტუდენტი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტურისტული მარშრუტების მიმართულებით დაქირავება. 5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა დაავადებებისაგან. ასევე მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) ჯანმრთელობის დაცვის უპირველესი ამოცანაა ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის შესწავლა, მათი გამოვლენა, სწორი დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა, ინდივიდუალური და კომპლექსური პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამები მოწოდებულია, რათა უზრუნველყოს მოსახლეობის კეთილდღეობა ეპილეფსიით დაავადებულ პირებზე და ბავშვებზე ზრუნვა, პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეთა ოპტიმალური სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა, სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და განმტკიცებისათვის. 5.1.1 ა(ა)იპ – ხულოს სოციალური სერვისების ცენტრი (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ამბულატორიების მომსახურების გაუმჯობესებას (სულ 11 ამბულატორია), რისთვისაც ა(ა)იპ – ხულოს სოციალური სერვისების ცენტრი უზრუნველყობს ექიმებს მედიკამენტებით და სხვა მიმდინარე ხარჯებით (მძღოლის ხელფასი, საწვავი, ავტომანქანის რემონტი, ავტომანქანის დაზღვევა, ოფისის ხარჯები და სხვა), რაც მოგვცემს ამბულატორიების გამართული და ეფექტური მუშაობის საშუალებას. ასევე გათვალისწინებულია სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების მომსახურების განხორციელება (მედიკამენტებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების შეძენა-მიწოდება), რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს თემის სამედიცინო პუნქტების მუშაობას, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განმტკიცებას. 5.1.2 ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების თუ მოზარდების ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მომსახურება ხორციელდება 71 ბენეფიციარზე. 5.1.3 პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეთა ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მომსახურება ხორციელდება 12 ბენეფიციარზე. 5.1.4 მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე მობილური გუნდების მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 07) ქვეპროგრამის მიზანია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები, რომლებიც ხშირად ან ხანგრძლივი დროით თავსდებიან სტაციონში, ხოლო სტაციონიდან გაწერის შემდეგ არ აკითხავენ ამბულატორიულ დაწესებულებას წყვეტენ მკურნალობას, რაც ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის გაუარესებას იწვევს. აქედან გამომდინარე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მოხდება სათემო მობილური გუნდის მიერ პაციენტთა მონაცემების შესწავლა-აღრიცხვა ადგილზე მისვლით და მათთვის საკონსულტაციო-ფსიქოლოგიური და მედიკამენტოზური მომსახურების გაწევა. გათვალისწინებულია ამბულატორიაში აღრიცხვაზე მყოფ 600 პაციენტის მომაცემების შესწავლა- მონიტორინგი და შესაბამისი დახმარების გაწევა. 5.1.4 ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობა-რემონტი (პროგრამული კოდი 06 01 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში არსებული ამბულატორიების შენობის რემონტს (თხილვანა, ფუშრუკაული, რიყეთი, აგარა, დიოკნისი), რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის უკეთეს სამედიცინო მომსახურების პირობების შექმნას. 5.1.5 ბრონქული ასთმით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბრონქული ასთმით დაავადებულ მოქალაქეთა ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მომსახურება ხორციელდება 64 ბენეფიციარზე. 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) საზოგადოების ყველა წევრს, არ შეუძლია ამა თუ იმ მიზეზების გამო უზრუნველყოფს მისი და მისი ოჯახის ცხოვრების ნორმალური დონე, ამიტომ აუცილებელია შრომისუუნარო მოსახლეობაზე, სოციალურად დაუცველ ფენებზე დახმარება. განსაკუთრებით მზრუნველობის საგანს წარმოადგენენ ინვალიდები და ომის ვეტერანები, მრავალშვილიანი ოჯახები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირები, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვები, ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული სოციალურად შეჭირვებულ ოჯახები. 5.2.1 სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის დახმარება ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მთავარი და ძირითადი პრიორიტეტია. ხულოს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილია ერთი სასადილო დაბა ხულოში, რომელიც ემსახურება 40 ბენეფიციარს ყოველდღე უფასო ერთჯერადი ცხელი საკვებით. 5.2.2 ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების და მარჩენალდაკარგულთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუჯობესების შეღავათებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სამშობლოს წინაშე ღვაწლმოსილი ადამიანების, კერძოდ ომის მონაწილე ვეტერანების და მარჩენალ დაკარგულთა სარიტუალო მომსახურების, მათი საყოფაცხოვრებო პირობებისა და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. სადღესასწაულო დღეების დროს გათვალისწინებულია 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებზე (სულ 2 ოჯახი) დახმარება 500 ლარის ოდენობით, ასევე გათვალისწინებულია 250 ვეტერანის თხევადი აირით უზრუნველყოფა ერთჯერადად. გათვალისწინებულია ა(ა)იპ – აჭარის არ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა გაერთიანება „ომგადახდილის“ ხულოს რაიონული ფილიალის დაფინანსება 3000 ლარის ოდენობით წლის განმავლობაში. 5.2.3 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დაკრძალვისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამით ხორციელდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (70000 ქულაზე ნაკლები) ოჯახების მატერიალური დახმარება, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას, საშუალოდ 90 ოჯახზე 300 ლარის ოდენობით. 5.2.4 ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური სტიმულირების მიზნით მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ფინანსურ დახმარებას, კერძოდ ყოველ მე-3 შვილზე 500 ლარი, მე-4 შვილზე 700 ლარი, მეხუთე და შემდგომზე 900 ლარი. პროგრამა გათვლილია წლის განმავლობაში საშუალოდ 86 ბენეფიცარზე. 5.2.5 5 და 5-ზე მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მრავალშვილიანი ოჯახების სიმრავლით, რომელთა დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, აღნიშნულის გამო დღის წესრიგში დადგა მრავალშვილიანი (5 და მეტი შვილი) ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით, პროგრამა გათვლილია საშუალოდ 60 ოჯახზე. 5.2.6 უდედმამო ბავშვებისათვის ყოველთვიური მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებას, მათთვის მატერიალური და მორალური მხარდაჭერისათვის, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის ბავშვებს, არ აქვს ელემენტარული სახსრები, რაც ესაჭიროება მათ განვითარებას და აღზრდას. პროგრამა გათვლილია 1 მოზარდზე. დახმარების გაცემა წარმოებს ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით. 5.2.7 ხულოს მუნიციპალიტეტში ავარიული სახლების მქონე, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის მიზანია ავარიული სახლების მქონე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. გარკვეულ შემთხვევებში საცხოვრებელი სახლები სიძველისა და უსახსრობის გამო ავარიულ მდგომარეობაშია და აღდგენას არ ექვემდებარება, რისი საშუალებაც უმეტესწილად ოჯახებს არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შემუშავებული იქნა სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე განსაკუთრებულ შემთხვევებში ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა. ბენეფიციართა შერჩევისას უპირატესობა ენიჭება ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის არსებობას, ასევე მრავალშვილიან (მცირეწლოვანები) ოჯახებს. 5.2.8 დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა სატრანსპორტო ხარჯებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 09)
5.2.9 ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების და მძიმე ტრავმული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიურ დაავადებულთა და მძიმე ტრავმული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების გაწევას არაუმეტეს 200 ლარისა. ქვეპროგრამა გათვლილია 200 ოჯახზე. 5.2.10 ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხარჯების საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ტრანსპორტირებას ქ. ბათუმის კლინიკებში. პროგრამა გათვლილია 32 ბავშვზე და 32 თანხლებ პირზე. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 12 697 595 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში განსახორციელებელი ანგარიშსწორებები
|
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების (ასევე სხვა შესყიდვების), ასევე სხვადასხვა სახის გადასახდელების ანგარიშსწორება განხორციელდეს საქონლის/მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი) საფუძველზე.
|
მუხლი 18.
პრემიები და დანამატები
|
2017 წლის განმავლობაში ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დანამატების გაცემა განხორციელდეს მათთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 19.
ასიგნებების დაფინანსება
|
ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით.
|
დოკუმენტის კომენტარები