დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.170.016265 |
|
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №
2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.170.016002) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების II თავის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი)“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების II თავის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. „აპარატი შედგება მეორადი სტუქტურული ერთეულებისგან. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის მოხელეთა პირადი საქმეების სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვას და წარმოებას“; „თ) აფორმებს აპარატის მოხელეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდ ან გათავისუფლების, შვებულებაზე გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს:“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ახორციელებს საკრებულოს მოხელეთა შრომის ანაზღაურებისა და ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების დაგეგმვასა და მოთხოვნათა წარდგენას; “ „ე) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს თავმჯდომარეს აპარატის საჯარო მოხელეების წახალისებაზე ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებაზე;“; „ზ) ახორციელებს საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის მოხელეების მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფას.“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების IV თავის მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი“. 6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოხელეთა კანდიდატურებს;“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე. „4. აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე. „5. აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი“. 6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აპარატის განყოფილებას ხელმძღვანელობს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც პირველადი სტრუქტურული ერთეულის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.“. 7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;“; გ) ამ დებულებით განსაზღვული განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს განყოფილების მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებასა და სამუშაო გეგმას; დ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის თანამდებობრივ მოვალეობებს; პირველადი სტრუტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოხელეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს პირველად სტრუქტურულ მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;“; ზ) უქმნის შესაბამისი მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისთვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს:“. 8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე. 4. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანლის არყოფნის შემთხვევაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.“. 9. დადგენილებით დამტკიცებული დებულების V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აპარატის საჯარო მოხელეები“. 10. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით: „მუხლი 11. აპარატის საჯარო მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი“. 11. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აპარატის საჯარო მოხელეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.“. 12. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით: „მუხლი 12. აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები