დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.136.016233 |
|
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა
და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №21 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ე) მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის განყოფილება.“. 2.დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის განყოფილება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: 1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის მართვა: ა) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე; ბ) მოქალაქეთა და სხვადასხვა დაწესებულებებიდან შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა. 2. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის დარეგისტრირება მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში (portal.mms.gov.ge): 3. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთა სტატუსის მართვის საბჭოსთვის წარდგენა. 4. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეწყვეტა და შეჩერება რეესტრის საფუძველზე. 5. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის ცნობის გასაცემად განაცხადის დარეგისტრირება, მომზადება და გაცემა. 6. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება. 7. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 91 მუხლი ამოღებულ იქნეს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები