დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 334 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080160.22.034.016660 |
|
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 020080160.22.034.016347) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; შესამცირებელი ქულის ოდენობა, თუ აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იწვევს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის შემცირებას; მართვის მოწმობაზე დარჩენილი ქულის ოდენობა, თუ აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იწვევს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის შემცირებას; ინფორმაცია მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის ამოწურვის გამო მართვის უფლების 1 წლის ვადით შეჩერების შესახებ; მოწმისა და დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); საჭიროების შემთხვევაში, ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერა; შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტები.“. 2. №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ელექტრონული საჯარიმო ქვითარი
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები