დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.136.016234 |
|
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №22 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის პირველი და მეორე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელიც შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად მიიღება შრომითი ხელშეკრულებით 2.გამგებლის წარმომადგენელთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს გამგებელი .“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. გამგეობის საჯარო მოსამსახურე, პროფესიული საჯარო მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი პირი 1.გამგეობაში საჯარო სამსახურს ეწევა: ა) პროფესიული საჯარო მოხელე რომელიც დანიშნულია გამგეობის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი რომელიც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია გამგეობაში დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილებით. 2.შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით, შრომით ხელშეკრულებას დასასაქმებელ პირთან მუნიციპალიტეტის სახელით დებს გამგებელი.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები