„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 აპრილის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 27/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016340
39
29/06/2017
ვებგვერდი, 04/07/2017
010250020.35.161.016340
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 აპრილის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2017 წლის 29 ივნისი

ქ. გარდაბანი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 აპრილის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 აპრილის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 28/04/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.161.016329)  და დადგენილებით დამტკიცებული დანართის

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი