დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 09 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.115.016224 |
|
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს №24 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 010250050.35.115.016141; 20/08/2014წ.) დამტკიცებულ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულებას დაემატოს 61 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 61. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განყოფილება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) საქმის წარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით; ბ) მშენებლობის ნებართვის თაობაზე სამართლებრივი აქტების შემუშავებას; გ) გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას; დ) ფარული სამუშაოების წარმოების კონტროლს და მონიტორინგს; ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები