დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.173.016168 |
|
,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.173.016003) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
|
1.
მე-4 – მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა და საჯარო მოსამსახურეები 1. პირველი რანგი – საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი; 2. მესამე რანგი – საკრებულოს აპარატის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურიდიულ საკითხებში; 3. მესამე რანგი – საკრებულოს აპარატის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – კადრებისა და წერილების საკითხებში; 4. მესამე რანგი – საკრებულოს აპარატის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საორგანიზაციო საკითხებში; 5. მესამე რანგი – საკრებულოს აპარატის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურიდიულ საკითხებში. მუხლი 5. მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურიდიულ საკითხებში
1. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში: |
2.
მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საორგანიზაციო საკითხებში“. |
3.
მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – კადრებისა და წერილების საკითხებში“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები