დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 394 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016668 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში (ვებგვერდი, 03/08/2016, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016557) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართის: ა.ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქ. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორის (სამმართველო) უფროსი ასრულებს ამ მუხლითა და შინაგანაწესით რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსისათვის განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, დეპარტამენტის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.“; ა.ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქ. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორის (სამმართველო) უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) ასრულებს ამ მუხლითა და შინაგანაწესით რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსის მოადგილისათვის განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს.“; ა.გ) მე-7 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) დაუყოვნებლივ ატყობინებს რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსს ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“–„დ.რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ;“; ა.დ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) დაუყოვნებლივ ატყობინებს იზოლატორის უფროსს ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“–„დ.რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ;“; ა.ე) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დაუყოვნებლივ ატყობინებს იზოლატორის ცვლის უფროსს ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“–„დ.რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №2 დანართის: ბ.ა) 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) შეინახოს და გამოიყენოს შინაგანაწესის №1 დანართით გათვალისწინებული ნივთები;“; ბ.ბ) 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოთავსებულ პირებს ეკრძალებათ, იზოლატორში იქონიონ ნებისმიერი ნივთი, რომელიც არ არის გათვალისწინებული შინაგანაწესის №1 დანართით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები