დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 17 |
დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.109.016222 |
|
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 68-ე და მე-80 მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №1280 განკარგულებების შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, საიდენტიფიკაციო კოდი: 190020020.35.109.016203) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
ა)
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლის ,,ა“ პუნქტის ,,ა.ა“, ,,ა.ბ“ და ,,ა.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.ა) შემოსულობები 9291.1 ათასი ლარით; ა.ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 7637.1 ათასი ლარით; ა.გ) გადასახდელები 9883.1 ათასი ლარით;“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის: |
ბ.ა)
პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
მუხლი 3. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9211.1 ათასი ლარის ოდენობით.
“. |
ბ.ბ)
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7637.1 ათასი ლარის ოდენობით.
“; |
ბ.გ)
მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5833.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3900.6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3980.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 9. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; |
ბ.დ)
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები 9883.1 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
“. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები