დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 29 სექტემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | ნ-8 |
| დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 28/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240080.64.076.016016 |
|
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 29 სექტემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 29 სექტემბრის №2 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 29.09.2016 წ., 010240080.64.076.016001) დამტკიცებულ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს 61 მუხლი:
მუხლი 61. სპეციალისტი (მთარგმნელობითი პროგრამული მომსახურების მიმართულება) ა) უმაღლესი განათლება; ბ) მთარგმნელობითი პროგრამული მომსახურების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის I თავის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს კანონის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ’’; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ცოდნა; დ) დამხმარე მთარგმნელობითი პროგრამის – SDL Trados Studio საფუძვლიანი ცოდნა, ასევე, საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet/Web browsers-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ე) ინგლისური ენის ცოდნა. “. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები