დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.127.016233 |
|
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ „საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №4 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 01/03/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.127.016083) პირველი მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი: ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 (ოციათასი) ლარი; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორიათასი) ლარი; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 250 000 (ორასორმოცდაათიათასი) ლარი; ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 (ათასხუთასი) ლარი; ზ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – 4 000 (ოთხიათასი) ლარი; თ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი წესის თანახმად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები