„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 28/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.016331
17/2017
28/06/2017
ვებგვერდი, 29/06/2017
010190030.15.008.016331
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №17/2017

2017 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „გ1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ1) პრესსპიკერი;”.

2. მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს 191 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 191. პრესსპიკერი

„1. პრესსპიკერის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

2. პრესსპიკერის უფლებამოსილებები და ფუნქციები მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.

3. პრესსპიკერი ექვემდებარება უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარეს.”.

მუხლი 2
დაევალოს ცესკოს აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში, უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი