„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 06/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016811
53
06/07/2017
ვებგვერდი, 07/07/2017
100110000.22.038.016811
„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №53

2017 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/07/2015, 100110000.22.038.016485) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი მუხლით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმები

მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე: 

ა) მისი პიროვნული თვისებები;

ბ) დანაშაულის ჩადენის მოტივი;

გ) დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი;

დ) დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა;

ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას;

ვ) დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა;

ზ) დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების შესრულება;

თ) ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულება;

ი) მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები;

კ) ჩადენილი დანაშაულის კატეგორია;

ლ) დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა;

მ) დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტები;

ნ) წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევები;

ო) მსჯავრდებულის ასაკი;

პ) ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულება;

ჟ) დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობა;

რ) თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

ს) წახალისების/დისციპლინური სახდელის/ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება.“.

2. მე-2 მუხლით დამტკიცებული:

ა) დანართი 2-ის:

ა.ა) 2.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.4 დანაშაულის ხასიათის მოკლე აღწერა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის მოტივი და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი:

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

_________________________________________________________________________“;

ა.ბ) 4.3 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4.4 ქვეპუნქტი:

„4.4 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი დანაშაული

დიახ

დანაშაულის კვალიფიკაცია (მუხლი): _____________________________________________

დანიშნული სასჯელის სახე და ხანგრძლივობა: _______________________________________

არა“.

ბ) დანართი 3-ის:

ბ.ა) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

_________________________________________________________________________“;

ბ.ბ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 7.4 ქვეპუნქტი:

„7.4 აზარტული თამაშებისადმი

_________________________________________________________________________“;

ბ.გ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას   

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

10. მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში, ჩადენილია დანაშაული

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

_________________________________________________________________________“;

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი