დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 აგვისტოს #25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.114.016344 |
|
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 აგვისტოს №25 დადგენილებაში (სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.114.016206, www.matsne.gov.ge,14.08.2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-8 პუნქტი –
„8. მდივან-რეფერენტი“.
|
| მუხლი 3 |
დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს 71 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„71. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის გამგებლის გამართულ კომუნიკაციას საკრებულოსთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან, მოქალაქეებთან და სხვა გაერთიანებებთან; ბ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას; გ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაშუქებული მასალების ანალიზს; დ) მუნიციპალიტეტის გამგებლის სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობების პირების პრესკოფერენციების ჩატარების ორგანიზებას, გამგეობის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტების მომზადებას და გამოქვეყნებას, ადგილობრივი თუ მასობრივ მედიასაშუალებებთან ურთიერთობის ხელშეწყობას; ვ) გამგეობის საქმიანობის შესახებ ფოტო, აუდიო და პრესარქივის შექმნას; ზ) ბეჭდვით თუ სხვა მედიასაშუალებებში გასული ინფორმაციის მონიტორინგს; თ) გამგეობის ხელმძღვანელი პირებისთვის ყოველდღიური და ყოველკვირეული მედია- მონიტორინგის ანგარიშის წარდგენას; ი) მუნიციპალიტეტის ვებგვერდისთვის მასალის მომზადებას.“. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები