,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №8-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №8-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12-50
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016405
12-50
27/06/2017
ვებგვერდი, 30/06/2017
010260030.35.101.016405
,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №8-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12-50

2017 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №8-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №8-15 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 18/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016015) და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის „ო“ და „ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადამიანური რესურსების მართვის სისტემის ჩამოყალიბება, ადამიანური რესურსების პოლიტიკის მართვის განსაზღვრა და შესაბამისი წინადადებების მომზადება, კადრების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება;

ტ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა ადამიანური რესურსების აღრიცხვიანობის უზრუნველყოფა;

2. მე-8 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

3. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22

ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ამოცანებია:

ა) საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა;

ბ) ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;

გ) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის, მოხელეთა ატესტაციის ჩატარებისა და მათთვის საკლასო ჩინების მინიჭების ორგანიზება;

დ) საკრებულოს წევრების, აპარატის საჯარო მოსამსახურეების პირადი საქმეების, ნამსახურობის ნუსხებისა და შრომის წიგნაკების წარმოება, აპარატის მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;

ე) საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტრენინგების პროგრამების მომზადების ორგანიზება;

ვ) აპარატში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის ორგანიზება და კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით; სტაჟირების გავლის კონტროლი;

ზ) მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი ინსტრუქციების მომზადება;

თ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა საკადრო და სამხედრო აღრიცხვიანობა;

ი) საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის მართვის სტრატეგიის შემუშავება;

კ) საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის მართვის ძირითადი პროცედურების თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე განხორციელება, შესაბამისი ნორმატიული, ინსტიტუციური და ორგანიზაციული საფუძვლებისა და მექანიზმების შემუშავება;

ლ) საკრებულოს აპარატის პერსონალის სტაბილურობის, მოძრაობისა და დენადობის სისტემატური ანალიზი, ძირითადი მიზეზებისა და ტენდენციების განსაზღვრა და საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ანალიტიკური მასალისა და რეკომენდაციების წარდგენა;

მ) საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელობასთან ერთად შინაგანაწესის შემუშავებისა და სრულყოფის პროცესში მონაწილეობა, შრომის დისციპლინის განმტკიცებისა და საჯარო მოსამსახურეთა პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და საკრებულოს აპარატის უფროსისათვის პერიოდულად მიწოდება;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ლობისტთა რეესტრის წარმოება და შესაბამისი მოწმობების გაცემა;

ო) საკრებულოს თავმჯდომარის, აპარატის უფროსის და კურატორი აპარატის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;

პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი