დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.172.016169 |
|
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/07/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016008) დამტკიცებულ „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი. „მუხლი 121. სამსახურის უფროსის მოადგილე „1. სამსახურის უფროსის მოადგილეს (შემდგომში – უფროსის მოადგილე) კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსის მოადგილე სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას. 3. სამსახურის უფროსის მოადგილე პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.“ ბ) დებულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.“; გ) დებულების მე-141 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები