„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი (მხარდამჭერი) ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის (განცხადების) და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.114.016337
11
28/06/2017
ვებგვერდი, 29/06/2017
010250050.35.114.016337
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი (მხარდამჭერი) ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის (განცხადების) და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2017 წლის 28 ივნისი

დაბა ჩოხატაური

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი (მხარდამჭერი) ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის (განცხადების) და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 86-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი (მხარდამჭერი) ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის (განცხადების) და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №4 დადგენილებაში“ (www.matsne.gov.ge; 02/03/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.114.016330) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი, რეგისტრირებულ ამომრჩევლთა სიის ბლანკის, პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე განცხადების ფორმისა და პეტიციის რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველ, მე-2 და მე-3 მუხლებში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩევლთა სიის ბლანკი (დანართი 1).

მუხლი 2. დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე განცხადების ფორმა (დანართი 2).

მუხლი 3. დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გასაცემი პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა (დანართი 3).“.

3. დადგენილების 1 დანართის სათაურში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩევლთა სიის ბლანკი“.

4. დადგენილების 2 დანართის სათაურში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე განცხადების ფორმა“.

5. დადგენილების 3 დანართის სათაურში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გასაცემი პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე