„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
მიღების თარიღი 28/06/2017
დოკუმენტის ტიპი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016024
7
28/06/2017
ვებგვერდი, 28/06/2017
010100000.62.074.016024
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის

ბრძანება №7

2017 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 04.03.2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010100000.62.074.016010) დამტკიცებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.   მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამტკიცებს აპარატის საშტატო ნუსხას;“.

2. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „1“ და „გ2“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„გ1) ინსპექტორის საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა;

2) ინსპექტორის დავალებით  წერილების, ინსპექტორის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტაციის პროექტების მომზადება, სამუშაო შეხვედრების, სხდომების ორგანიზება, მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 01 ივლისიდან.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე/ ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელინიკოლოზ ბრეგვაძე