„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 03/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.132.016329
25
28/06/2017
ვებგვერდი, 04/07/2017
210020010.35.132.016329
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №25

2017 წლის 28 ივნისი

ქ. ბათუმი

„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის № 27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემი­სათ­ვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის № 27 დადგენი­ლებაში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 02/08/2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.132.016178) შე­ტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე (მათ შორის დად­გე­ნი­ლების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე) შემოღებულ იქნეს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებელი სანებართვო პი­რო­ბების დარღვევით გან­ხორ­ციე­ლებულ მშენებლობებზე, რომლებზეც 2017 წლის 1 ივნისამდე ქალაქ ბათუმის მუნიცი­პალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოტანილია შესაბამისი დად­­გენილება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წარედ­გი­ნება მოთხოვნა/შუამდგომ­ლობა მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფი­ციენ­ტის (კ2) გაზრდის თაობაზე. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მო­საკ­რებ­ლის ოდენობა არ გამოიანგარიშება ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად და ერთ კვ. მეტრ­ზე (კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი) გა­ნი­საზღ­ვროს 400 ლარით.

22. დადგენილების 21 პუნქტით განსაზღვრული მოსაკრებელი ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა სირაბიძე