დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.132.016317 |
|
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01.09.2014წ ., სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016215) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების:
ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს.“; ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ვ) წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. უფლებამოსილების დელეგირება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცებით (მასში ცვლილებების შეტანით) ან/და უფლებამოსილების დელეგირებისათვის ცალკე სამართლებრივი აქტის გამოცემით. მერის მიერ უფლებამოსილების დელეგირება არ კრძალავს ამავე უფლებამოსილების უშუალოდ მერის მიერ განხორციელებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“; გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ.“; დ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ვ1“ ქვეპუნქტი: „ე.ვ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“; ე) „ე.ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერს ჰყავს ვიცე-მერი და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.“; ზ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მერიის სისტემა 1. მერია შედგება მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან. 2. მერიის სტრუქტურული ერთეულები (სამსახურები) იქმნება/უქმდება და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით.“; თ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერიის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატი; ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახური; გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური; დ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური; ე) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური; ვ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური; ზ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახური; თ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური; ი) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; კ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური.“; ი) მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“; კ) მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.“; ლ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერის წარმომადგენელს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ნიშნავს და ათავისუფლებს მერი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; მ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ და „12“ პუნქტები: „11. მერიის მოხელე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება. 12. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში უფლებამოსილი არიან გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება.“; ნ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. მერიის თანამდებობის პირების და სხვა მოხელეების სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა, გაუქმება, შეჩერება და გასაჩივრება 1. მერიის თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე, თუ ამავე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. მერიის თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების სამართლებრივი აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შემთხვევებში შეიძლება შეიცვალოს, შეჩერდეს, გაუქმდეს მისი გამომცემი თანამდებობის პირის/ორგანოს ან სასამართლოს მიერ. მერიის თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების სამართლებრივი აქტი საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესითა და შემთხვევებში შეიძლება შეიცვალოს, შეჩერდეს და გაუქმდეს ასევე მერის მიერ. 3. მერიის თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით. 4. მერიის თანამდებობის პირის (გარდა მერისა) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება მერთან და შემდგომ – სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით.“; ო) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. მერიის ერთიან სისტემაში არსებული თანამდებობები მერიის ერთიან სისტემაში შეიძლება არსებობდეს შემდეგი თანამდებობები: ა) მერი; ბ) ვიცე-მერი; გ) მერის მოადგილე; დ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის (აპარატი, სამსახური) უფროსი; ე) პირველადი სტრუქტურული ერთეულის (აპარატი, სამსახური) უფროსის მოადგილე; ვ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის (განყოფილება) უფროსი; ზ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; თ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ი) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; კ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი; ლ) მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი; მ) მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები