დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი (მხარდამჭერი) ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის (პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე წარსადგენი განცხადების) და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მაისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.136.016232 |
|
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი (მხარდამჭერი) ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის (პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე წარსადგენი განცხადების) და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მაისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 86-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი (მხარდამჭერი) ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის (განცხადების) და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 მაისის №9 დადგენილებაში“ (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 29/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.136.016229) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე განცხადების ფორმისა და პეტიციის რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების პირველ, მე-2 და მე-3 მუხლებში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკი, №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე განცხადების ფორმა, №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 3. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გასაცემი პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა, №3 დანართის შესაბამისად.“. 3. დადგენილების №1 დანართის სათაურში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკი“. 4. დადგენილების №2 დანართის სათაურში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე განცხადების ფორმა“. 5. დადგენილების №3 დანართის სათაურში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გასაცემი პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები