„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.136.016231
11
29/06/2017
ვებგვერდი, 30/06/2017
010250020.35.136.016231
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2017 წლის 29 ივნისი

დაბა ხულო

 

„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 63-ე მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
,,ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის №1 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. დადგენილებით  დამტკიცებული  დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. აპარატის სტრუქტურული ერთეული

აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება;

ბ) იურიდიული  და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.“.

2. დადგენილებით  დამტკიცებული  დანართის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  61  მუხლი.

„მუხლი 61. იურიდიული  და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება

1.განყოფილება უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიებიდან, ფრაქციებიდან, მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და ასევე ინიცირების წესით შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების, შენიშვნების, დასკვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ახდენს მათ ვიზირებას, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებას, დაგეგმვას,  ადამიანური რესურსების მართვასა  და ადმინისტრირებას.

2. განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ამზადებს  საკრებულოს, საკრებულოს კომისიების,  საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებზე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ განსახილველ საკითხებს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ  შესაბამის  მასალებს;

ბ) ახორციელებს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

გ)  უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას, აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტების გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ;

დ) უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტებისა და გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე შესაბამისი თანამდებობის პირთა დროულ ინფორმირებას;

ე)უზრუნველყოფს საკრებულოს დადგენილებების განთავსებას „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge

ვ) უზრუნველყოფს საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და აპარატის საჯარო მოხელეთა პირადი საქმეებისა და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვასა და წარმოებას:

ზ) აფორმებს და ამზადებს საკრებულოს მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს;

თ) მართვის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით ახდენს საკადრო რესურსების და მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, შეიმუშავებს წინადადებებს მოხელეთა კვალიფიკაციისა და პროფესიულ ზრდასთან, მოხელეთა სწავლებასთან დაკავშირებით, ადგენს კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოხელეთა სიას, ამზადებს წინადადებებს მოხელეთა გადამზადების პროგრამათა განსაზღვრისათვის;

ი) ახორციელებს კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;

კ) უზრუნველყოფს საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და აპარატის საჯარო მოხელეთა პირადი საქმეებისა და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვასა და წარმოებას:

ლ)  უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობას, რეზერვის ფორმირების შეფასებისა და მათთვის მოხელის კლასის მინიჭების ორგანიზებას;

მ) ახორციელებს კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;

ნ)ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე