დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12-49 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.101.016406 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-61 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016073) და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;“; ბ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებია: ა) თანამედროვე ტექნოლოგიებისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, ადამიანური რესურსების მართვის სისტემისა და საინფორმაციო ბაზის შექმნა; ბ) ადამიანური რესურსების მართვისათვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების, დოკუმენტებისა და სტანდარტების პროექტების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა; გ) თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულ თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება (ელექტრონული და მატერიალური ვერსიები); დ) პერსონალის მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ერთიანი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მისი ძირითადი კომპონენტების (სწავლის ფორმა, შინაარსი, ხანგრძლივობა, დრო, სასწავლო დაწესებულება, რესურსები) განსაზღვრა; ე) თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანოების მეთოდოლოგიური დახმარება და კონსულტირება ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის სათანადო დოკუმენტაციის მომზადება; ზ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა; თ) საჯარო სამსახურის ბიუროსთვის თანამდებობის პირთა რეესტრის შესაბამისად, თანამდებობაზე დანიშნულ პირთა შესახებ, ინფორმაციის დროულად მიწოდება, არსებული წესის მიხედვით, თანამდებობების პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაციების შესავსებად; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოხელეთა კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული ხელშეწყობა; კ) საჯარო მოსამსახურეთა განცხადებებისა და წერილების, კანონით დადგენილ ვადებში განხილვა და მათზე რეაგირება სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; ლ) ამ დებულებით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები