დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ,, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010205005.35.105.016328 |
|
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის №19 დადგენილებში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ს/ნ 010250050.35.105.016307, 11/04/2017) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
1. დადგენილების დანართის მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 19. ქალაქთმშენებლობითი ზონების ტერიტორიების გამოყენების დაშვებული სახეობების ჩამონათვალი 1. საცხოვრებელი ზონა 2 (სზ–2): განაშენიანების დომინირებული სახეობაა ერთბინიანი საცხოვრებელი სახლები. ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: • ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობაა); • ბაღი; • სკვერი; • საოჯახე საბაღე და საბოსტნე მეურნეობა (არასამეწარმეო); • ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა; • ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; • საბავშვო და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება; • დაწყებითი სკოლა; საჯარო სკოლა; • ღია საცურაო აუზი; • სპორტული მოედანი; • ამბულატორია; • აფთიაქი; • კლუბი ( მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის); • პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია; • საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილებები; • ღია ავტოსადგომი, ცალკე მდგომი ჩაშენებული გარაჟი. ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: • პარკი; • ბულვარი; • განაშენიანების დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; • პოლიკლინიკა; • ბარი; • კაფე; • საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; • საცალო ვაჭრობისა და მომსახურების ჯიხურები, დროებითი პავილიონი; • ბანკის ფილიალი, განყოფილება; • კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი; • ოფისი და კანტორა; • საერთო სარგებლობის და ავტოსადგომი; • საკულტო შენობები და ნაგებობები. 2. საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3); დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: • ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა); • განაშენიანების დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (არადომინირებული სახეობა); • ბაღი; • სკვერი; • საოჯახო საბაღე და საბოსტნე მეურნეობა (არასამეწარმეო); • საბავშვო მოედნები; • საოჯახო ორანჟერეა და სათბური (არასამეწარმეო); • ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა; • ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; • საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება; • დაწყებითი სკოლა; საშუალო სკოლა; • ღია საცურაო აუზი; • სპორტული მოედანი; • ამბულატორია; • აფთიაქი; • კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისთვის); • პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია; • საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება; • ღია ავტოსადგომი, ცალკე მდგომი ჩაშენებული გარაჟი; ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: • პარკი; • ბულვარი; • პოლიკლინიკა; • ბარი; • კაფე; • საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიქტი; • ჯიხურები, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის; • ბანკის ფილიალი, განყოფილება; • სასურსათო და საყოფაცხოვრებო საქონლის სავაჭრო ცენტრი; • ოფისი და კანტორა; • პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება; • კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი; • საერთო სარგებლობის ღია ავტოსადგომი; • საკულტო შენობები და ნაგებობები. 3. საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5); საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: • ინდივიდუალური და განაშენიენების საშუალო ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა); • პარკი, • ბაღი; • სკვერი; • ბულვარი; • საბავშვო მოედანი; • ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; • საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება; • დაწყებითი სკოლა; • საშუალო სკოლა; • პოლიკლინიკა; • ამბულატორია; • აფთიაქი; • სპორტული დარბაზი; • ღია საცურაო აუზი; • სპორტული მოედანი; • კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის); • კინოთეატრი; • საინფორმაციო ცენტრი; • საგამოფენო დარბაზი; • პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია; • სამრეწველო საქონლის მაღაზია; • სასურსათო მაღაზია; • უნივერსალური მაღაზია; • ბარი; • კაფე; • სწრაფი კვების ობიექტი; • საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; • საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება; • ბანკის ფილიალი, განყოფილება; • იურიდული კონსულტაცია; • სანოტარო კანტორა; • ღია ავტოსადგომი, ცალკე მდგომი და ჩაშენებული გარაჟი; • საერთო სარგებლობის ღია და დახურული ავტოსადგომი; • კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი; • ოფისი და კანტორა. ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: • საშუალო და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება; • ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა; • მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი; • საავადმყოფი; • საცურაო აუზი; • თეატრი; • საქალაქო ბიბლიოთეკა; • არქივი; • მუზეუმი; • საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა; • რესტორანი; • კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის; • ბანკი; • მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია; • სასამართლო; • პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება; • სახანძრო დეპო; • სასტუმრო; • საზოგადოებრივი ტუალეტი; • ავტოგასამართი სადგური; • საკულტო შენობები და ნაგებობები. 4. საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6); მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ა) ტერიტორიებისა გამოყენების და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: • განაშენიანების საშუალო და მაღალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები (დომინირებული სახეობა); • პარკი; • ბაღი; • სკვერი; • ბულვარი; • საბავშვო მოედანი; • ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრეებლ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; • საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება; • დაწყებითი სკოლა; • საშუალო სკოლა; • საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება; • პოლიკლინიკა; • ამბულატორის; • აფთიაქი; • სპორტული დარბაზი; • საცურაო აუზი; • სპორტული მოედანი; • კლუბი; • კინოთეატრი; • საქალაქო ბიბლიოთეკა; • საიფნორმაციო ცენტრი; • საგამოფენო დარბაზი; • პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია; • სამრეწველო საქონლის მაღაზია; • სასურსათო მაღაზია; • უნივერსალური მაღაზია; • ბარი; • კაფე; • სწრაფი კვების ობიექტი; • საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; • ოფისი და კანტორა; • საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება; • ბანკების ფილიალი, განყოფილება; • იურიდიული კონსულტაცია; • სანოტარო კანტორა; • ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჟი; • საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები. ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: • მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი; • საავადმყოფო; • უმაღლესი სასწავლებელი; • სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური; • თეატრი; • არქივი; • მუზეუმი; • საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა; • რესტორანი; • კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობის და მომსახურებისათვის; • ბანკი; • მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია; • ოფისი და კანტორა; • სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაცია; • სასამართლო; • პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება; • სახანძრო დეპო; • სასტუმრო; • საზოგადოებრივი ტუალეტი; • ავტოგასამართი სადგური; • კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტები; • საკულტო შენობები და ნაგებოები. 5. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1): საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, მათ შორის კარკასი განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე (შერეული ზონა); ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეოებები: • მრავალფუნქციური შენობა (რომელშიც დომინირებულად არ არის გამოყოფილი რომელიმე ფუნქციური სახეობა); • პარკი; • ბაღი; • სკვერი; • ბულვარი; • საბავშვო მოედანი; • საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება; • დაწყებითი სკოლა; • საშუალო სკოლა; • საშუალო პროფესიულ-ტექნიკური დაწესებულება; • უმღლესი სასწავლებელი; • პოლიკლინიკა; • ამბულატორია; • აფთიაქი; • სპორტული აუზი; • კლუბი; • კინოთეატრი; • თეატრი; • საქალაქო ბიბლიოთეკა; • არქივი; • საინფორმაციო ცენტრი; • მუზეუმი; საგამოფენო დარბაზი; • საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა; • სამრეწველო საქონლის მაღაზია; •სასურსათო მაღაზია; • უნივერსალური მაღაზია და სავაჭრო ცენტრი; • ბარი; • კაფე; • რესტორანი; • სწრაფი კვების ობიექტი; • საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; • საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილებები; • ბანკის ფილიალი, განყოფილება; • ბანკი; • მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია; • ოფისი და კანტორა; • სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაცია; • სასამართლო; • იურიდიული კონსულტაცია; • სანოტარო კანტორა; • სასტუმრო; • ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჟი. ბ) ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლების საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: • საავადმყოფო; • სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური; • ღია საცურაო აუზი; • სპორტული მოედანი; • საკონცერტო დარბაზი; • უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი; • კაზინო და სხვა აზარტული თამაშების ობიექტი; • სავაჭრო ცენტრი; • კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის; • პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება; • სახანძრო დეპო; • საზოგადოებრივი ტუალეტი; • რკინიგზის სადგური; • ავტოსადგური; • აეროსადგური; • ავტოგასამართი სადგური; • კომუნალური და საინჟირო ტექნიკური ობიექტები; • საკულტო შენობები და ნაგებობები. 6. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2): განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, მათ შორის კარკასი, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით: ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: • მრავალფუნქციური შენობა (დომინირებული სახეობა); • განაშენიანების საშუალო და მაღალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (არადომინირებული სახეობა); • პარკი; • ბაღი; • სკვერი; • ბულვარი; • აფთიაქი; • კლუბი; • კინოთეატრი; • თეატრი; • საკონცერტო დარბაზი; • უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი; • საქალაქო ბიბლიოთეკა; • არქივი; • საინფორმაციო ცენტრი; • მუზეუმი; • საგამოფენო დარბაზი; • საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა; • უნივერსალური მაღაზია; • სავაჭრო ცენტრი; • ბარი; •კაფე; • რესტორანი; • სწრაფი კვების ობიექტი; • საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; • საფოსტო და კავშირგაბმულობის ობიექტი; • ბანკის ფილიალი, განყოფილება; • ბანკი; • მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია; • ოფისი და კანტორა; • სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები; • სასამართლო; • იურიდიული კონსულტაცია; • სანოტარო კანტორა; • სასტუმრო; • ჩაშენებული საზოგადოებრივი ტუალეტი; • ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჟი; • საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები. ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: • დაწყებითი სკოლა; • საშუალო სკოლა; • საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება; • უმაღლესი სასწავლებელი; • პოლიკლინიკა; • კაზინო, დროებითი პავილიონი საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის; • პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება; • აეროსადგური; • ავტოგასამართი სადგური საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომის კომპლექსში; • კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი; • საკულტო შენობები და ნაგებობები; 7. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 (სსზ-3): განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, მათ შორის კარკასი, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით: ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: • მრავალფუნქციური შენობა (დომინირებული სახეობა); • განაშენიანების საშუალო და მაღალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებლი სახლი (არადომინირებული სახეობა); • პარკი; • ბაღი; • სკვერი; • ბულვარი; • აფთიაქი; • კლუბი; • კინოთეატრი; • თეატრი; • საკონცერტო დარბაზი; • უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი; • საქალაქო ბიბლიოთეკა; •არქივი; • საინფორმაციო ცენტრი; • მუზეუმი; •საგამოფენო დარბაზი; •საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა; • უნივერსალური მაღაზია; • სავაჭრო ცენტრი; • ბარი; • კაფე; •რესტორანი; • სწრაფი კვების ობიექტი; • საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; • საფოსტო და კავშირგაბმულობის ობიექტი; • ბანკის ფილიალი, განყოფილება; • ბანკი; • მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია; • ოფისი და კანტორა; • სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები; • სასამართლო; • იურიდიული კონსულტაცია; • სანოტარო კანტორა; • სასტუმრო; • ჩაშენებული საზოგადოებრივი ტუალეტი; • ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჟი; • საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები; ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: • დაწყებითი სკოლა; • საშუალო სკოლა; • საშუალო პროფესიულ-ტექნიკური დაწესებულება; • უმაღლესი სასწავლებელი; • პოლიკლინიკა; • კაზინო და სხვა აზარტული თამაშების ობიექტი; • კიოსკი, დროებითი პავილიონი საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის; • პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება; • აეროსადგური; • ავტოგასამართი სადგური საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომის კომპლექსში; • კომუნალური საინჟინრო და ტექნიკური ობიექტი; • საკულტო შენობები და ნაგებობები. 8. სარეკრეაციო ზონა (რზ-2) წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას: ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: • პარკი; • ბაღი; • სკვერი; • ბულვარი; • დეკორატიული გაფორმების ობიექტი; • მცირე არქიტექტურული ფორმები: საპარკო პავილიონი, როტონდა, ფანჩატური, პერგოლა, ურნა, ტრელაჟი, საბავშვო მოედანი, შადრევანი, დეკორატიული აუზი, წყლის სასმელი შადრევანი, კასკადი, არხი, ღია კიბე და პანდუსი, საყრდენი კედელი და სხვა; • სკულპტურულ-არქიტექტურული მონუმენტი; • სპორტული მოედანი; • პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი; • სავაჭრო და საგამოფენო პავილიონი; • ატრაქციონი; • საწყლოსნო ობიექტი (ნავმისადგომი, ელინგი); • საზოგადოებრივი ტუალეტი; ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი; • სასტუმრო; • სამაყურებლო ობიექტი (ესტრადა, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზი, ღია და გადახურული კინოთეატრი); • სპორტულ-ფიზკულტურული ნაგებობა (სტადიონი, სათამაშო მოედანი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზები); • სათამაშო ავტომატების დარბაზი, საბილიარდო, კაზინო და ა.შ.; • ზოოპარკი; • კაფე, რესტორანი; სასკოლო და სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზებული დაწესებულებები; • სამეურნეო ობიექტი და მისი ფუნქციონირებისთვის განკუთვნილი ადმინისტრაციული შენობა, საყოფაცხოვრებო სათავსები, სახელოსნოები, გარაჟები და საწყობები; • საკულტო შენობები და ნაგებობები; • ღია მიწისქვეშა ავტოსადგომები. 9. სარეკრეაციო ზონა 3 (რზ-3) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან მის გარეთ და (p), სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობის განთავსება. ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები; • ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: • პარკი; • ბაღი; • სკვერი; • ბულვარი; • მცირე არქიტექტურული ფორმები: საპარკო პავილიონი, როტონდა, ფანჩატური, პერგოლა, ურნა, ტრელაჟი, საბავშვო მოედანი, შადრევანი, დეკორატიული აუზი, წყლის სასმელი შადრევანი, კასკადი, არხი, ღია კიბე და პანდუსი, საყრდენი კედელი და სხვა; • სკულპტურულ-არქიტექტურული მონუმენტი; • სპორტული მოედანი; • პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი; • სავაჭრო ჯიხურები, სავაჭრო და საგამოფენო პავილიონი; • საწყალოსნო ობიექტი (ნავმისადგომი ელინგი); • დასასვენებელი სახლი; • დასვენების ბანაკი და ბაზა; სანატორიუმი; • სასტუმრო; საზოგადოებრივი ტუალეტი: ბ) ტერიტორეიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი; • სამაყურებლო ობიექტი (ესტრადა, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზი, კინოთეატრი); •მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი; • საავადმყოფო; • პოლიკლინიკა; • ამბულატორია; • სპორტულ-ფიზკულტურული ნაგებობა (საწვრთნელი ბაზა, სპორტული მოედანი, სტადიონი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზები); • ატრაქციონი; • კაფე, რესტორანი; • სამეურნეო ობიექტი და მისი ფუნქციონირებისთვის განკუთვნილი ადმინისტრაციული შენობა, საყოფაცხოვრებო სათავსები, სახელოსნოები, გარაჟები და საწყობები; • საკულტო შენობები, ნაგებობები. 10. სპეციალური ზონალური ნებართვის საფუძველზე მხოლოდ საკულტო შენობა-ნაგებობების განთავსება ასევე დასაშვებია ქვემოთ ჩამოთვლილ ფუნქციურ ზონებში: ა) სარეკრეაციო ზონა 1 –(რზ-1): ბ) სამხედრო დანიშნულების ზონა 2 – (სდზ-2): გ) სპეციალური ზონა - სპეცზ); დ) საცხოვრებელი ზონები; ე) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 – (სსზ-3); ვ) სამრეწველო ზონა 1 – (ს-1); ზ) სამხედრო დანიშნულების ზონა 1 – ( სდზ-1_; თ) სატრანსპორტო ზონა - (ტზ); ი) სანიტარიული ზონა - (სანზ): |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები