სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1282
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023975
  • Word
1282
22/06/2017
ვებგვერდი, 29/06/2017
000000000.00.003.023975
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1282

2017 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის №83-ში, ლიტერ „ა“-ს (შენობა №1) №6 ოთახი, საერთო ფართით - 23,91 კვ.მ, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.17.14.001.277), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 7 500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ფ/პ ეკატერინე გიგაშვილს.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი