დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის გაგრძელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1269 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023981 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1269
2017 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის გაგრძელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 272 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიეცეს თანხმობა, სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 20 ივნისის №5/ა600 ბრძანებით თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის 193 კვ.მ ფართობზე სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის მინიჭებული სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების ვადა გააგრძელოს 2017 წლის 20 ივნისიდან 2018 წლის 20 ივნისამდე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები