„ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №1296 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №1296 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1267
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023982
  • Word
1267
22/06/2017
ვებგვერდი, 28/06/2017
000000000.00.003.023982
„ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №1296 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1267

2017 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

„ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №1296 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №1296 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭო ჩამოყალიბდეს შემდეგი შემადგენლობით:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მონიტორინგის და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის მოადგილე;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს VI სამმართველოს უფროსი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი;

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მთავარი მრჩეველი;

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილე;

შპს „საქაერონავიგაციის“ საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის უფროსი.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                          გიორგი კვირიკაშვილი