დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1266 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024017 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1266
2017 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიეცეს წინასწარი თანხმობა, მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტების (CPV–48600000) შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში (პროგრამა „სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა“, პროგრამული კოდი – 37 02).
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები