„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 27/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.016325
12/2017
27/06/2017
ვებგვერდი, 28/06/2017
010190030.15.008.016325
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №12/2017

2017 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-2 მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. განკარგულებით ამტკიცებს საშტატო ნუსხას და ხარჯთაღრიცხვას ცესკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე;”.

2. მე-4 მუხლს დაემატოს 23-ე და 24-ე პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„23. წარუდგენს ცესკოს დასამტკიცებლად ცესკოს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას;

24. ბრძანებით ადგენს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ცესკოს აპარატის მოხელეთა თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.”.

3. მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ცესკოს სტრუქტურულ ერთეულებს შორის ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;”.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურა

1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში იქმნება და ფუნქციონირებს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

ა) საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი:

ა.ა) საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის მართვის განყოფილება;

ა.ბ) საარჩევნო პროცედურებისა და საოქმო შედეგების განყოფილება.

ბ) იურიდიული დეპარტამენტი:

ბ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;

ბ.ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების განყოფილება.

გ) სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

გ.ა) საქმისწარმოების განყოფილება;

გ.ბ) რეგისტრაციების განყოფილება.

დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი:

დ.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

დ.ბ) საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილება.

ე) საფინანსო დეპარტამენტი:

ე.ა) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;

ე.ბ) მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის განყოფილება;

ე.გ) ბიუჯეტის მართვის, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება.

ვ) ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი:

ვ.ა) მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილება;

ვ.ბ) პროგრამული უზრუნველყოფისა და კომპიუტერული ქსელების მართვის განყოფილება.

ზ) კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი;

თ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

ი) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.

2. ცესკოს აპარატის თანამშრომელთა თანამდებობებია:

ა) დეპარტამენტის უფროსი;

ბ) განყოფილების უფროსი;

გ) ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი;

დ) ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი;

ე) მთავარი ბუღალტერი;

ვ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ზ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

თ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ი) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;

კ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

3. ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების და თანამშრომელთა უფლებამოსილებანი და მათი საქმიანობის წესი განსაზღვრულია ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, ცესკოს აპარატის უფლებამოსილებათა გადანაწილების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით და სამუშაოთა აღწერილობით.

4. ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ერთეულის დებულებები მტკიცდება ცესკოს განკარგულებით, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სამუშაოს აღწერილობის ფორმა ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით.

5. საჭიროებისამებრ, კომისიის დადგენილებით იქმნება სხვა მუდმივი ან/და დროებითი სტრუქტურული ერთეულები.

6. ცესკოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობებისათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს შესაბამისი ბრძანებით ცესკოს თავმჯდომარე, თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.”.

5. მე-10 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საჭიროების შემთხვევაში, კომპიუტერული/სტატისტიკური დამუშავებისათვის, გადასცემს ინფორმაციას ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;”.

ბ) 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. დაუყოვნებლივ გადასცემს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს საოლქო საარჩევნო კომისიებისგან მიღებულ ინფორმაციას და შესაბამის დოკუმენტაციას იმ პირთა შესახებ, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის;”.

6.  მე-11 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. დაუყოვნებლივ გადასცემს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას და შესაბამის დოკუმენტაციას იმ პირთა შესახებ, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის;”.

7.  მე-15 მუხლის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი”.

8.  მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი:

1.  ცესკოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, განსაზღვრავს ცესკოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას;

2.  შეიმუშავებს საარჩევნო ადმინისტრაციის ეთიკის კოდექსის პროექტს და ცესკოს მიერ აღნიშნული პროექტის დადგენილებით დამტკიცების შემთხვევაში, უზრუნველყოფს აღნიშნული კოდექსის ცესკოს აპარატის თანამშრომლებისათვის გაცნობას;

3.  კომპეტენციის ფარგლებში, იცავს და ასრულებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს;

4. კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს ცესკოს სხდომებზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს;

5.  შეიმუშავებს და ცესკოს დასამტკიცებლად წარუდგენს ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ დადგენილების პროექტს;

6. ხელს უწყობს ცესკოს აპარატში ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებას, ორგანიზაციული კულტურის ელემენტების დანერგვას და განვითარებას;

7. ცესკოს გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ყოველწლიურად შეიმუშავებს ადამიანური რესურსების გეგმას;

8.  ცესკოს ხელმძღვანელობის მოთხოვნით მართვას ცესკოს აპარატის სამუშაოს ანალიზის პროცესს, განსაზღვრავს სამუშაოს აღწერილობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ადამიანური რესურსების ეფექტური გამოყენების ან/და ოპტიმიზაციის მიზნით, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

9. შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან ერთად წარმართავს ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესს;

10.  უზრუნველყოფს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შინაგანაწესის პროექტის შემუშავებას;

11.  შეიმუშავებს, პერიოდულად აახლებს და ატარებს საორიენტაციო პროგრამას ცესკოს აპარატის ახალი თანამშრომლებისათვის და სტაჟიორებისათვის;

12.  უზრუნველყოფს ცესკოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დაკავების მიზნით ღია და დახურული კონკურსის, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას და ამ საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

13.  ამზადებს ცესკოს აპარატის მოხელეთა თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტს;

14. ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, უზრუნველყოფს ცესკოს აპარატში სტაჟიორთა რაოდენობის განსაზღვრას, ცესკოს აპარატში სტაჟიორთა მიღებასა და სტაჟირების გავლის პროცესის კოორდინაციას/მონიტორინგს;

15.  ახორციელებს აპარატის თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების ელექტრონული აღრიცხვიანობის წარმოებას და ცესკოს თავმჯდომარისათვის ინფორმაციის წარდგენას;

16.  ხელს უწყობს ცესკოს შენობაში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას;

17.  უზრუნველყოფს ცესკოს აპარატის და საოლქო საარჩევნო კომისიების ადამიანური რესურსების ეფექტურ ადმინისტრირებას;

18.  ამზადებს აპარატის სტაჟიორთა ხელშეკრულებების პროექტებს;

19. უზრუნველყოფს არჩევნების მართვის ელექტრონული სისტემის HR მოდულში (armasi.cec.gov.ge) ინფორმაციის შეტანასა და განახლებას;

20.  ამზადებს ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებების პროექტებს;

21. ამზადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის/საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა, წევრთა და აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოებისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ ცესკოს განკარგულების პროექტს;

22.  საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ცესკოს განკარგულებით დადგენილი პირობების შესაბამისად უზრუნველყოფს „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის შესრულებას;

23.  ახორციელებს იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოებას, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის;

24.  შეიმუშავებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პოლიტიკის დამტკიცების შესახებ ცესკოს განკარგულების პროექტს და უზრუნველყოფს აღნიშნული პოლიტიკით განსაზღვრული პროცედურების შესრულებასა და დაცვას;

25.  უზრუნველყოფს ცესკოს აპარატის მოხელეთა იერარქიულ რანგებში განაწილებისა და მათთვის შესაბამისი კლასების მინიჭების პროცესის ადმინისტრირებას;

26. უზრუნველყოფს ცესკოს აპარატის მოხელეთა ფიცის დადების პროცესის ადმინისტრირებას;

27.  ზედამხედველობას უწევს ცესკოს აპარატის მოხელეთა გამოსაცდელი ვადის დინებას;

28. უზრუნველყოფს ცესკოს აპარატის მოხელეთა კარიერის მართვის (მოხელეთა გადაყვანის, მობილობის, მოხელეთათვის დროებითი ფუნქციების დაკისრების) პროცესის კოორდინაციას;

29.  ცესკოს ხელმძღვანელობასთან ერთად შეიმუშავებს და მართავს ცესკოს აპარატის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემას;

30.  ყოველწლიურად ან/და ცესკოს თავმჯდომარის დავალებით იკვლევს ცესკოს აპარატის თანამშრომელთა სამუშაო კმაყოფილებას და მოტივაციას. კვლევის შედეგებს და შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს ცესკოს ხელმძღვანელობას;

31. პერიოდულად იკვლევს შრომის ბაზარს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების კორექტირების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ;

32. სადაზღვევო მომსახურების უზრუნველსაყოფად, ამზადებს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა კორპორატიულ დაზღვევასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, დაზღვეულ პირთა საინფორმაციო ბაზების განახლებას;

33.  უზრუნველყოფს ცესკოს წევრების, აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების სამსახურებრივი მივლინების პროცესის ადმინისტრირებას;

34.  უზრუნველყოფს ცესკოს წევრების, აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შვებულებით სარგებლობის პროცესის კოორდინაციას;

35.  უზრუნველყოფს ცესკოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით პირების დასაქმების პროცესის კოორდინაციას;

36. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ცესკოს აპარატის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესის კოორდინაციას;

37.  ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.”.

9.  მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. შიდა აუდიტის დეპარტამენტი

ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

1. საარჩევნო ადმინისტრაციაში  კომპეტენციის ფარგლებში ცესკოს აპარატის, ცესკოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და ქვემდგომი საარჩევნო კომისიების შიდა აუდიტის განხორციელებას, შიდა აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენას;

2. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;

3. საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;

4. ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასებას;

5. ცესკოს წინაშე არსებული რისკების და მათი მართვის ხარისხის შეფასებას;

6. ცესკოს მიერ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, შეისწავლის საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებს;

7. ცესკოს აპარატის თანამშრომელთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს;

8. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების შესრულებაზე კონტროლსა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, რეაგირებას მისი ნორმების შესრულებაზე;

9. დისციპლინური/სამსახურებრივი გადაცდომის ან/და საარჩევნო ადმინისტრაციის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით, დისციპლინური წარმოების დაწყებას, შესაბამისი ინფორმაციის მიღება-გაანალიზებას, დასკვნის მომზადებას და ცესკოს თავმჯდომარისათვის ან/და ცესკოსთვის წარდგენას;

10. დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;

11. სხვა საქმიანობის განხორციელებას, რომელიც გამომდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერესებიდან, არ წარმოადგენს ცესკოს დეპარტამენტების უფლებამოსილების სფეროს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;

12. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა  მოვალეობებს.”.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში, ცესკოს აპარატის სტრუქტურულმა ერთეულებმა, უზრუნველყონ ცესკოს/ცესკოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი