დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1264 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024014 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1264
2017 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს (შემდგომში – ფონდი) მიეცეს წინასწარი თანხმობა, ფონდის ტერიტორიული ერთეულის (ფილიალის) ძევრის შშმ პირთა პანსიონატის საჭიროებისათვის ავეჯის (CPV 39100000) შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ზრუნვის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების პროგრამის 2017 წლის ასიგნებების (პროგრამული კოდი: 35 01 05) ფარგლებში .
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები