დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მის სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1229 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023988 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1229
2017 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მის სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიეცეს უფლება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მის სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონება – საავიაციო ბენზინი AVGAS 100 LL, 5 000 (ხუთი ათასი) ლიტრი, გადასცეს ერთობლივ საწარმოს – JV IRD Engineering S.R.L. & SpeaEngineering S.p.A.-ს, არაუმეტეს სამი თვის ვადით, იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის საწვავის უკან დაბრუნების პირობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები