საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1260
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024012
1260
22/06/2017
ვებგვერდი, 29/06/2017
000000000.00.003.024012
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1260

2017 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში დეპარტამენტი) მიეცეს უფლება, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 106-ე კილომეტრში, მდინარე ბიდარაზე მდებარე სახიდე გადასასვლელის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

3. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.

4. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო საზედამხედველო მომსახურება განახორციელოს დეპარტამენტსა და შესაბამის კომპანიას შორის გაფორმებული, სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში.

 

პრემიერ - მინისტრი                                                       გიორგი კვირიკაშვილი