დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „Bolero & Company“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1227 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024010 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1227
2017 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „Bolero & Company“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ გურჯაანში, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ არსებული 13682 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №51.01.57.341) და ქალაქ გურჯაანში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე 20536 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები: №1 ფართით – 655.77 კვ. მ, №3 ფართით – 190 კვ. მ და ნაგებობები (ნანგრევი): №2, №5, №4 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №51.01.57.374) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 238 664 (ორას ოცდათვრამეტი ათას ექვსას სამოცდაოთხი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „Bolero & Company“-ის (ს/კ: 404431726).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ა.ა) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში – არანაკლებ 47 733 (ორმოცდაშვიდი ათას შვიდას ოცდაცამეტი) ლარისა;
ა.ბ) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში – არანაკლებ 95 466 (ოთხმოცდათხუთმეტი ათას ოთხას სამოცდაექვსი) ლარისა;
ა.გ) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში – არანაკლებ 143 199 (ას ორმოცდასამი ათას ას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარისა;
ა.დ) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვის ვადაში – არანაკლებ 190 932 (ას ოთხმოცდაათი ათას ცხრაას ოცდათორმეტი) ლარისა;
ა.ე) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში – არანაკლებ 238 664 (ორას ოცდათვრამეტი ათას ექვსას სამოცდაოთხი) ლარისა;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შპს „გრუზვინპრომის“ (ს/კ: 231289290) საკუთრებაში არსებულ, №51.01.57.274 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებული ღვინის ქარხნისათვის დამატებითი ინფრასტრუქტურის (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) №51.01.57.341 და №51.01.57.374 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შემოღობვას, ბეტონის ან ასფალტის საფარისა და არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობას, გარე განათებას, არანაკლებ 10 ტონა ტვირთის ასაწონი სასწორ(ებ)ის განთავსებას) მოწყობა;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.
3. შპს „Bolero & Company“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები