„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 204
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016986
204
27/06/2017
ვებგვერდი, 27/06/2017
010320040.22.033.016986
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №204

2017 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში (სსმ III, 23.04.2010 წ., №46, მუხლი 688) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების“  მე-3  მუხლის:

1. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საგამოძიებო (მათ შორის პროკურატურის) ან ოპერატიულ დანაყოფებში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2 წლის გამოცდილება, ან საგამოძიებო (მათ შორის პროკურატურის) ან ოპერატიულ დანაყოფებში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, ან  მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;“.

2. მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საგამოძიებო (მათ შორის პროკურატურის) ან ოპერატიულ დანაყოფებში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 1 წლის გამოცდილება, ან საგამოძიებო (მათ შორის პროკურატურის) ან ოპერატიულ დანაყოფებში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება, ან  მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.“.

3. მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საგამოძიებო (მათ შორის პროკურატურის) ან ოპერატიულ დანაყოფებში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 1 წლის გამოცდილება, ან საგამოძიებო (მათ შორის პროკურატურის) ან ოპერატიულ დანაყოფებში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ან  მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი