საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1225
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023964
  • Word
1225
15/06/2017
ვებგვერდი, 29/06/2017
000000000.00.003.023964
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1225

2017 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 დეკემბრის №1965 განკარგულებით გათვალისწინებულ პროექტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) უზრუნველყოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სამინისტროსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის მოძიება და შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისათვის“ (შემდგომში – კომპანია) გადარიცხვა, მისი კაპიტალის გაზრდის მიზნით.

2. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე, ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                        გიორგი კვირიკაშვილი