ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ სს „ბანკ კრედოსთვის“ სესხის მიცემის შესახებ

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ სს „ბანკ კრედოსთვის“ სესხის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1255
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023972
1255
22/06/2017
ვებგვერდი, 28/06/2017
000000000.00.003.023972
ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ სს „ბანკ კრედოსთვის“ სესხის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1255

2017 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ სს „ბანკ კრედოსთვის“ სესხის მიცემის შესახებ

 

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ სს „ბანკ კრედოსთვის“ არაუმეტეს 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხის მიცემის თაობაზე.

2. საქართველოს მთავრობასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის დადებული ჩარჩოხელშეკრულების მე-11 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წერილობით დაუდასტუროს ევროპის საინვესტიციო ბანკს თანხმობა ამ ბანკის მიერ წარდგენილი წერილის შინაარსზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                          გიორგი კვირიკაშვილი