დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1224 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023963 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1224
2017 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ (შემდგომში – კომპანია) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში, საბარგო სადგურის დასახლების ზედა ნაწილში, სამეურნეო ფეკალური წყალარინების ქსელის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა 1 080 000 (ერთი მილიონ ოთხმოცი ათასი) ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) უზრუნველყოს:
ა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო თანხის მოძიება და კომპანიისთვის გადარიცხვა;
ბ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.
3. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები