შპს „ენერგო ინვესტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გაცემის, 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1222
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023957
  • Word
1222
15/06/2017
ვებგვერდი, 29/06/2017
000000000.00.003.023957
შპს „ენერგო ინვესტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გაცემის, 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1222

2017 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „ენერგო ინვესტისთვის“  სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გაცემის, 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 52-ე მუხლის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. „ავანი“ ჰესის პროექტის განხორციელების ფარგლებში, ჰიდროკვანძების, სადერევაციო მილსადენის, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, მისასვლელი გზებისა და არხების მშენებლობის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებული კახეთის სატყეო სამსახურის ყვარელი-ლაგოდეხის სატყეო უბნის  ახალსოფლის სატყეოს კვარტალ №40-ის ლიტერ  №10; №15;  კვარტალ №44-ის ლიტერ  №7; №10; №12; №14; №15; კვარტალ   №45-ის ლიტერ №12; კვარტალ №67-ის ლიტერ  №10; №12 და კვარტალ №75-ის ლიტერ №3-ში 54000 კვ. მ მიწის ფართობი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №57.35.53.063; №57.35.53.052; №57.35.53.056; №57.35.53.062; №57.35.53.054; №57.35.53.061; №57.35.53.053; №57.35.53.060; №57.35.53.055; №57.35.53.073; №57.35.53.071; №57.35.53.070;  №57.35.53.072; №57.35.53.069; №57.35.53.068; №57.35.53.059; №57.35.53.067; №57.35.53.066; №57.35.53.065; №57.35.53.058; №57.35.53.064; №57.35.53.057) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის (ხე-მცენარეების ჭრის უფლებით) შპს „ენერგო ინვესტს“ (ს/ნ: 404455898) გადაეცეს 2018 წლის 29 სექტემბრამდე.

2. შპს „ენერგო ინვესტს“ მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:

ა.ა) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 4 (ოთხი) ინდივიდი;

ა.ბ) კაკლის ხე ( Juglans regia L.) 1 (ერთი) ინდივიდი;

ა.გ) ლაფანი  (Pterocarya  pterocarpa  (Michx.)  Kunth.)  –  56  (ორმოცდათექვსმეტი) ინდივიდი;

ბ) სპეციალური ჭრები განახორციელოს 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე.

3. შპს „ენერგო ინვესტი“ ვალდებულია:

ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტით.

4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი