სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საერთაშორისო სტანდარტების მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსური სახსრების მოზიდვისა და შესყიდვების წესების გამოყენების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1221
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023958
  • Word
1221
15/06/2017
ვებგვერდი, 28/06/2017
000000000.00.003.023958
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საერთაშორისო სტანდარტების მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსური სახსრების მოზიდვისა და შესყიდვების წესების გამოყენების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1221

2017 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ  საერთაშორისო სტანდარტების მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად  საჭირო ფინანსური სახსრების მოზიდვისა და შესყიდვების წესების გამოყენების თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული  სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“   მიერ,  სამგორის სამხრეთ თაღის  გამომუშავებული ნავთობის საბადოს ბაზაზე საერთაშორისო სტანდარტების მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსური სახსრების მოზიდვის მიზნით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KFW), ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და  აზიის განვითარების ბანკთან (ADB) მიმდინარე მოლაპარაკებები.

2.  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სამგორის სამხრეთ თაღის გამომუშავებული ნავთობის საბადოს ბაზაზე საერთაშორისო სტანდარტების მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ მიენიჭოს უფლება, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ერთ ან რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტთან შეთანხმებით, განახორციელოს ამავე ორგანიზაციების შესყიდვების წესების შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი