დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების ხელშეწყობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1251 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023959 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1251
2017 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების ხელშეწყობის შესახებ
შრომის ბაზრის კვლევისა და ანალიზის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებების შემცირება 560 000 (ხუთას სამოცი ათასი) ლარით და აღნიშნული თანხით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებების გაზრდა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის 560 000 (ხუთას სამოცი ათასი) ლარის გამოყოფა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები