დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „დაუთასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 თებერვლის №148 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1246 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024008 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1246
2017 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
„შპს „დაუთასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 თებერვლის №148 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „შპს „დაუთასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 თებერვლის №148 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთში მდებარე 623.00 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №88.06.22.029) ან ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთში მდებარე 3308.00 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №88.06.22.030) ან მათ ნაწილზე არანაკლებ 45 (ორმოცდახუთი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმ(ებ)ის აშენება და მოწყობა.“.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები