დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აბაშის მუნიციპალიტეტის ონტოფოს ადმინისტრაციული ერთეულის მე-15 ქუჩისათვის აფხაზეთში გმირულად დაღუპული მურთაზ გაბუნიას სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.110.016001 |
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №25
2017 წლის 19 ივნისი
ქ. აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის ონტოფოს ადმინისტრაციული ერთეულის მე-15 ქუჩისათვის აფხაზეთში გმირულად დაღუპული მურთაზ გაბუნიას სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტების, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ლი და მე-6 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის № 239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-12-მე-17 პუნქტების შესაბამისად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის (2017 წლის 13 აპრილის სხდომის ოქმი № 8-დან ამონაწერი) გათვალისწინებით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1 . აბაშის მუნიციპალიტეტის ონტოფოს ადმინისტრაციული ერთეულის მე-15 ქუჩას მიენიჭოს აფხაზეთში გმირულად დაღუპული მურთაზ გაბუნიას სახელი.
2. აბრა წარწერით „მურთაზ გაბუნიას სახელობის ქუჩა“ დაიდგას აბაშის მუნიციპალიტეტის ონტოფოს ადმინისტრაციული ერთეულის მე-15 ქუჩის შემოსასვლელში.
3. ეს განკარგულება:
ა) რეაგირებისთვის გადაეგზავნოს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს და ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის № 239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;
ბ) მიღებიდან 10 დღის ვადაში:
ბ.ა) გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწოფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;
ბ.ბ) გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობთ გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, სენაკის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ. № 247).
5. განკარგულება ძალაშია ხემოწერისთანავე.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პ. ქურდოვანიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები