სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

  • Word
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1213
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023996
  • Word
1213
15/06/2017
ვებგვერდი, 28/06/2017
000000000.00.003.023996
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1213

2017 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების   განხორციელების თაობაზე

1. მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 7 566 900 (შვიდი მილიონ ხუთას სამოცდაექვსი ათას ცხრაასი) ლარისა, კერძოდ:

ა) აბაშის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 300 000 (ორი მილიონ სამასი ათასი) ლარისა;

ბ) ონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 450 000 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარისა;

გ) მესტიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 285 000 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარისა;

დ) ხაშურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 915 000 (ცხრაას თხუთმეტი ათასი) ლარისა;

ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 410 000 (ოთხას ათი ათასი) ლარისა;

ვ) დმანისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 380 000 (სამას ოთხმოცი ათასი) ლარისა;

ზ) თერჯოლის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 200 000 (ორასი ათასი) ლარისა;

თ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 165 000 (ას სამოცდახუთი ათასი) ლარისა;

ი) ჭიათურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარისა;

კ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 115 000 (ას თხუთმეტი ათასი) ლარისა;

ლ) ბაღდათის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 85 000 (ოთხმოცდახუთი ათასი) ლარისა;

მ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარისა;

ნ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 31 900 (ოცდათერთმეტი ათას ცხრაასი) ლარისა.

2.    საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამ განკარგულების საფუძველზე, თანხების გადარიცხვა განახორციელოს მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                გიორგი კვირიკაშვილი