ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016295
22
27/06/2017
ვებგვერდი, 28/06/2017
010250050.35.128.016295
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №22

2017 წლის 27 ივნისი

დაბა ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ივნისის  №17  დადგენილებაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №25 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის   დამტკიცების თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი, 19/06/2017)

1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით  დამტკიცებული  დანართის მე-5 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში“

ვ) მესამე რანგის მესამე  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში

2. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით  დამტკიცებული  დანართის მე -6 მუხლის  მე-4 და  მე-5 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მესამე რანგის მესამე კატეგორიის   უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში უზრუნველყოფს.;

„5. მესამე რანგის მესამე  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი   ტექნიკური უზრუნველყოფის  საკითხებში“.

მუხლი 2
შეტანილ იქნეს ცვლილება  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ივნისის №18 დადგენილებაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №3 დადგენილებაში „ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლი მაცნე  ვებგვერდი, 19/06/2017)

1. შეტანილ იქნეს ცვლილება  დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-6 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მესამე რანგის მესამე კატეგორიის  უფროსი  სპეციალისტი, თანამდებობრივი სარგო 650 ლარი“.

მუხლი 3
შეტანილ იქნეს ცვლილება  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ივნისის №19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის       საშტატო ნუსხის  დამტკიცების  შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი,19/06/2017).

1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 და მე-6 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მესამე კატეგორიის  უფროსი  სპეციალისტი  საზოგადოებასთან ურთიერთობის   საკითხებში  რანგი III, საშტატო რიცხოვნობა 1;          

„6. მესამე კატეგორიის  უფროსი  სპეციალისტი  ტექნიკური უზრუნველყოფის   საკითხებში  რანგი III, საშტატო რიცხოვნობა 1“.

მუხლი 4
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე