სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე

  • Word
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1210
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024005
  • Word
1210
15/06/2017
ვებგვერდი, 28/06/2017
000000000.00.003.024005
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1210

2017 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე

1. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, დაევალოს სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს 34 200 (ოცდათოთხმეტი ათას ორასი) ლარის გამოყოფა ა(ა)იპ – საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირისათვის (ს/კ: 203862864) გადასაცემად, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების დაფინანსების მიზნით.

2. ეთხოვოს ა(ა)იპ – საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალურ კავშირს, 2017 წლის 1 ოქტომბრამდე, სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                 გიორგი კვირიკაშვილი