დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საერთაშორისო კონკურსის „ალიანტეს“ ეროვნული დონის ფინალის ჩატარების მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1206 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №120 6
2017 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
საერთაშორისო კონკურსის „ალიანტეს“ ეროვნული დონის ფინალის ჩატარების მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერშესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთაშორისო კონკურსის „ალიანტეს“ ეროვნული დონის ფინალის ჩატარების მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს შესაბამისი სამხედრო ბაზის, თანამშრომლებისა და მატერიალური რესურსის გამოყოფა, ხარჯების ანაზღაურება და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ბ) 2017 წლის ივლისში უზრუნველყოს კონკურსის მონაწილეთა/შესაბამის პირთა სამხედრო ბაზაზე კვება, განთავსება და ტრანსპორტირება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები