სასარგებლო წიაღისეულის (სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების ტექნოგენური დანაგროვი) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის საწყისი ფასის განსაზღვრისა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1205
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024003
  • Word
1205
15/06/2017
ვებგვერდი, 28/06/2017
000000000.00.003.024003
სასარგებლო წიაღისეულის (სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების ტექნოგენური დანაგროვი) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის საწყისი ფასის განსაზღვრისა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1205

2017 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

სასარგებლო წიაღისეულის (სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების ტექნოგენური დანაგროვი) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის საწყისი ფასის განსაზღვრისა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცე­ბის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისმე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-7 მუხლის 13 პუნქტის საფუძველზე:

ა) ქ. ზესტაფონში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის (სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების ტექნოგენური დანაგროვი) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის საწყისი ფასი განისაზღვროს 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა,  ქ. ზესტაფონში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის (სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების ტექნოგენური დანაგროვი) მოპოვების ლიცენზიის გაცემისთვის დამატებით სალიცენზიო პირობად განსაზღვროს მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ძარაგადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტრანსპორტირება.

პრემიერ-მინისტრი                                                     გიორგი კვირიკაშვილი