დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 27/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.34.059.016045 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა“ 23.05.2006 წ. №91) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს 72 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „72. უსკოში საქმისწარმოება ხორციელდება საქმისწარმოების ერთიანი ავტომატიზირებული ელექტრონული სისტემით.“. 2. მე-3 მუხლის „მ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) გამოსცემს ბრძანებებს შიდაუწყებრივ, მოხელეთა დანიშვნის, გათავისუფლების, შვებულების, აპარატის თანამშრომელთა წახალისების, ადამიანური რესურსების მართვის (საკადრო) და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;“. 3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურაში იქმნება შემდეგი სამსახურები: ა) საოქმო სარეგისტრაციო სამსახური; ბ) იურიდიული სამსახური; გ) საარჩევნო პროცესების მართვის სამსახური; დ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; ვ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; ზ) ინსტიტუციური განვითარების სამსახური.“. 4. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კომისიის სხდომის წინა დღის არაუგვიანეს 12 საათისა, კომისიის სხდომებზე განსახილველი, მათ მიერ მომზადებული და ხელმოწერილი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტები, იურიდიული სამსახურის ვიზირებით გადასცეს საოქმო სარეგისტრაციო სამსახურს; ბ) კომისიის სხდომის მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბებული, მათ მიერ მომზადებული დადგენილებები ან/და განკარგულებების საბოლოო ვარიანტი გადასცეს საოქმო სარეგისტრაციო სამსახურს.“. 5. მე-9 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უსკო განკარგულებით ამტკიცებს უსკოს სამსახურების დებულებებს.“. 6. მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მუხლი 10. საოქმო სარეგისტრაციო სამსახური საოქმო სარეგისტრაციო სამსახური:“. 7. მე-10 მუხლის „ა“, „გ“, „ზ“, „კ“, „ო“ და „პ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ახდენს შემოსული და გასული კორესპონდენციის (მათ შორის, უსკოს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე info@sec.ge საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა) მიღებას, გაცემას, რეგისტრაციას, მათ შორის, ელექტრონულად (edocument.ge/USKO/app/) და ახდენს მის სისტემატიზაციასა და დროულად მიწოდებას შესაბამისი სამსახურებისათვის; „გ) ადგენს უსკოს სხდომის ოქმებს;“; „ზ) უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესების მართვის სამსახურისაგან გადმოცემული ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული შემაჯამებელი ოქმების და სხვა დოკუმენტაციის სათანადო წესით შენახვას/დაარქივებას;“; „კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს უსკოს სხდომებზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს, აგრეთვე უსკოს თავმჯდომარის და მდივნის განკარგულებების პროექტებს;“; „ო) შესაბამის ინფორმაციას კომპიუტერული დამუშავებისათვის გადასცემს უფლებამოსილ პირს;“; „პ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ერთიანი სისტემის ორგანიზებას, edocument.ge/USKO/app/ – საქმისწარმოების ავტომატიზირებული სისტემის მართვას კონტროლსა და მონიტორინგს;“. 8. მე-10 მუხლს „პ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“, „პ2“, „პ3“ და „პ4“ პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ1) უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის სხდომების მოწვევას და ჩატარებას; პ2) საარქივო სამმართველოს სპეციალისტებთან და უსკოს სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად შეიმუშავებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმეთა ნომენკლატურას და წარუდგენს დასამტკიცებლად უსკოს თავმჯდომარეს; პ3) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესაბამისი კანდიდატის ინფორმირებას მისი ადგილმონაცვლეობის თაობაზე; პ4) უზრუნველყოფს კომისიის წევრების და სამსახურის უფროსების ინფორმირებას უსკოს სხდომების შესახებ;“. 9. მე-11 მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საოქმო სარეგისტრაციო, საარჩევნო პროცესების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურებთან ერთად ამზადებს სასამართლოში წარსადგენ მასალებს;“. 10. მე-11 მუხლს „მ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ1) ამზადებს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების რეგისტრაციისათვის განკარგულების პროექტებს;“. 11. მე-12 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მუხლი 12. საარჩევნო პროცესების მართვის სამსახური საარჩევნო პროცესების მართვის სამსახური:“. 12. მე-12 მუხლის „თ“ და „თ1“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან ერთად მონაწილეობს არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო დაფინანსების დაგეგმვაში; თ1) ადგენს და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს გადასცემს ინფორმაციას არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საარჩევნო ინვენტარისა და სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის რაოდენობის შესახებ;“. 13. მე-13 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მუხლი 13. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური:“. 14. მე-13 მუხლის „ნ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი არის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხულ ფასეულობებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;“. 15. მე-14 მუხლს „ლ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ1) უზრუნველყოფს საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებელი ორგანიზაციების და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის წარმომადგენლების ინფორმირებას უსკოს სხდომების შესახებ;“. 16. მე-15 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მუხლი 15. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ადამიანური რესურსების მართვის სამსახური:“. 17. მე-15 მუხლის „ბ“, „გ“, „გ1“ და „ე“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ახორციელებს უსკოს წევრთა, აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ადამიანური რესურსების მართვის საკითხების (საკადრო) აღრიცხვას, პირადი საქმეების წარმოებასა და შენახვას; გ) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებასა და შენახვას; გ1) ამზადებს შრომით ხელშეკრულებებს; ე) ამზადებს უსკოს თავმჯდომარის ბრძანებების პროექტებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა დანიშვნის, განთავისუფლების, შვებულების, გადაყვანის, აპარატის თანამშრომელთა წახალისების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;“. 18. მე-16 მუხლის მე-6 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ადგენს საოქმო სარეგისტრაციო სამსახური და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი; „11. უსკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამრავლებს საოქმო სარეგისტრაციო სამსახური და გადასცემს შესაბამის სამსახურებს. დაინტერესებულ ორგანიზაციებს და პირებს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უსკოს გადაწყვეტილებებს გადასცემს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;“. 19. მე-18 მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საქმიანი ქაღალდების, საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა სახის მასალების მიღება, რეგისტრაცია და გასაცემი დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება საოქმო სარეგისტრაციო სამსახურში სამუშაო დღის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე). 3. საოქმო სარეგისტრაციო სამსახურში შემოსული განცხადების (საჩივრის) რეგისტრაციის შემდეგ კომისიის მდივნის რეზოლუციით გადაეცემა (როგორც მატერიალურად ან/და ელექტრონული წესით) შესაბამის სამსახურს შესასრულებლად. 4. სათანადო წერილობითი განცხადების საფუძველზე, საოქმო სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის მდივანი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან/და გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა (თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ შეუძლებელია). არჩევნების შესახებ ინფორმაციასა და საარჩევნო დოკუმენტაციას მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გასცემს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. დასაშვებია ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ვერსიით.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები